შიდა გაკვეთილის რეფლექსია
სსიპ გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის
საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი დარეჯან
ჭანტურიძე
გაკვეთილი ჩავატარე
მეშვიდე კლასში 20 18 წლის 20 თებერვალს (საგანი: რუსული
ენა, თემა: ჩემი ბინა).
გაკვეთილი ითვალისწინებდა ნასწავლი
მასალის გამოყენების
საფუძველზე თემის შეჯამებას. გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გაკვეთილის გეგმის შესაბამისად. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს განვითარებოდათ ჯგუფური მუშაობის, რესურსების ეფექტურად გამოყენების და ზეპირი პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
კლასი
დავყავი ხუთ ჯგუფად, თითოეულში 3-3 მოსწავლე გაწევრიანდა.
გაკვეთილის
გეგმის წერის პროცესში ,ვამჯობინე
თავიდანვე ყოფილიყო 5 გამზადებული ჯგუფი სხავადასხვა შესაძლებლობის მქონე
მოსწავლეებით, მათ შორის სსმ მოსწავლეც თანაბარ პირობებში იგრძნობდა თავს.
უცხო
ენის სტრუქტურის და სტანდარტების
გათვალისწინებით შევეცადე გაკვეთილი წარმემართა შედარებით მარტივი ლექსიკით,
შესაბამისი ჟესტიკულაციის, მიმიკის
და ინტონაციის გამოყენებით, რათა მოსწავლეებს არ
ემეტყველათ მშობლიურ ენაზე.
გაკვეთილის
დასაწყისში კლასმა გაიხსენა ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულები, ზმნები და წინდებულები, მე კი ვცდილობდი
სხვადასხვა ხერხებით დავხმარებოდი მათ ამ დავალების შესრულებაში .
რაც
შეეხება მიღწეულ შედეგებს, როგორც აღვნიშნე, რუსული ენა
რთულია თავისი ლექსიკითა და გრამატიკით,თუმცა მოსწავლეების ინტერესი გამოვიწვიე
არსებული რესურსებით, სახალისო აქტივობებით, როგორიც იყო სურათების ამორჩევა,
საჭირო ადგილზე ჩაკვრა,ჯგუფში თანამშრომლობა, წერილობითი სავარჯიშოს შესრულებამ კი მათ კიდევ ერთხელ
გაახსენა გრამატიკული კონსტრუქციები.
შეინიშნებოდა შეცდომებიც, რომელსაც ზეპირად ვასწორებდი, ვიშველიებდი ცხრილს, რომელიც მოსწავლეებმა წინა
გაკვეთილებიდან იცოდნენ. თუმცა შეიძლებოდა
თითოეული შეცდომა გამეანალიზებინა დაფაზე და უფრო თვალსაჩინო გამეხადა მათი სწორი
ფორმები. საბოლოო ეტაპზე, როდესაც პრეზენტაციაზე გადავიდნენ და საჭირო გახდა
წინარე აქტივობების გამოყენება სალაპარაკო მეტყველებაში ,რათა მოეხდინათ ოთახის აღწერა, მაინც იჩინა თავი
სირთულეებმა, რაც ახლავს რუსულ ენაზე ლაპარაკს,ადვილი არ არის მოსწავლემ სწორად
შეათავსოს ბრუნვა და სქესი წინადადების გასამართად. თუმცა ვფიქრობ, რომ შესაბამისი
დონის მიხედვით მათ შეუძლიათ დაასახელონ ავეჯი, გაარჩიონ წინდებულები და მარტივ გასაგებ ენაზე
აღწერონ საკუთარი ან სხვისი ბინა.
ცოტა
სირთულეები შექმნა თვითშფასების სქემამ,
თუმცა მე შევეცადე მარტივი ენით განმემარტა კრიტერიუმებიც და სიმბოლოების
დანიშნულებაც. თვითშფასების სქემების დათვალიერების შემდეგ ვნახე,რომ უმრავლესობამ სწორად აღიქვა დავალების არსი.
მოსწავლეები
ძალიან კარგად ითვალისწინებდნენ ქცევის წესებს, თანაბრად ასრულებდნენ
დავალებებს,იცავდნენ დროის ლიმიტს.გაკვეთილში ჩართული იყო სსსმ მოსწავლე, იგი
აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ მუშაობაში.
გაკვეთილის
ბოლოს მოვახდინე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება, კიდევ შევახსენე
მოსწავლეებს უცხო ენის სირთულეები, დავარწმუნე ისინი საკუთარ შესაძლებლობებში და
მადლობა გადავუხადე თანამშრომლობისათვის.
მე
ვთვლი რომ კიდევ უფრო დასახვეწი მაქვს დროის კონტროლის უნარი, ვინაიდან ბოლო წუთს
მივეცი საშინაო დავალება.
მომავალში
ვეცდები გავაუმჯობესო შედეგები, გამოვიყენო მრავაფეროვანი აქტივობები სალაპარაკო
მეტყველების გაუმჯობესებისათვის , ვაჩვენო
ფილმები ორიგინალში და დავარწმუნო მოსწავლეები რუსული ენის საჭიროებაში.
No comments:
Post a Comment