Thursday, May 23, 2019

საამოდელო გაკვეთილი რუსულ ენაში 2019 წელი


სამოდელო გაკვეთილის გეგმა რუსულ ენაში


საგანი: რუსული ენა
მასწავლებელი: ჭანტურიძე დარეჯანი
ჩატარების ადგილი და თარიღი: გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლა,   2019 წლის 22 მაისი
სწავლების საფეხური /კლასი: მე-6 კლასი.   სსსმ  მოსწავლე არ  არის.

მოსწავლეთა პროფილი:        დონე ll   
თემა:   На досуге (  Ч то   я люблю    делать в  свободное время)
    სასწავლო  რესურსები: თემის შესაბამისი  ფლეშ-კარტები, ილუსტრაცია თამაშებით, მუსიკალური     ვიდეო  ,  თაბახის ფურცლები , თვითშეფასების სქემები
სამუშაო ტიპი: ინდივიდუალური,წყვილები,მთელი კლასი
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული- დიალოგის შედგენა და  მეტყველებაში  გამოყენება
შეფასების რუბრიკა:  განმავითარებელ-განმსაზღვრელი  , თვითშფასება (იხილეთ ქვემოთ)

      თემის  მიზანი:   დიალოგის შედგენა და როლური გათამაშება საჭირო სამეტყველო უნარ-ჩვევების გამოყენებით
·         მიმართულება - ლაპარაკი
     უცხ.დაწყ.   -   მოსწავლე შეძლებს  ;
·         შესწავლილი კონსტრუქციის -   любить что делать და  ნასწავლი  ლექსიკის  სწორად გამოყენებას, დიალოგის შედგენას  თავისუფალი დროის გამოყენების შესახებ    და მეტყველებაში მიზნობრივად  გადატანას
 წინარე ცოდნის გამოკითხვამდე მოსწავლეებს ვუჩვენებ მუსიკალურ ვიდეოს, სადაც მათი თანატოლები რუსულ ენაზე მღერიან გაკვეთილის თემის შესაბამისი ლექსიკის და გრამატიკული ფორმების გამოყენებით.  ვიდეოს ჩვენების მიზანია  მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა  და ხალისით ჩართვა საგაკვეთილო  პროცესში.
 ამის შემდეგ ვიწყებ წინარე ცოდნის გააქტიურებას.
წინარე ცოდნა:   
აქტივობა 1  - გონებრივი იერიში          დრო:  10 წთ

მიზანი-გავლილი მასალის გახსენება
აღწერა  :  მოსწავლეებმა უკვე იციან გარკვეული თამაშებისა და სათამაშო ინსტრუმენტების  დასახელებები,   ცნობენ ილუსტრაციაზე მოცემულ მოქმედებებს,  იციან შესაბამისი ზმნები-   играю  ,читаю  , гуляю , прыгаю , кататюсь на велосипеде ,  я люблю  делать, ასევე დიალოგის საწყისი დონის ფორმა,მაგალითად გაცნობა-Как тебя зовут? Сколько тебе лет ? Где ты живёшь?
ამ  ცოდნის გამოსავლენად ვიყენებ ფლეშ-კარტებს,რომლებზეც  მოცემულია სხვადასხვა სახის თამაშები ,  სათამაშოები. უფრო მეტი მოტივაციისათვის   ნახატებს  წინასწარ ვახვედრებ მოსწავლეებს მერხებზე გადაბრუნებულ მდგომარეობაში.ისინი რა თქმა უნდა ინტერესდებიან რა არის გამოსახული ფლეშ-კარტაზე, გადააბრუნებენ და დაასახელებენ რუსულ ენაზე. ამასთანავე  ვეკითხები მათ,რისი კეთება უყვართ თავისუფალ დროს.
 
აქტივობა 2       საგაკვეთილო პერსონაჟების- დიალოგის ფორმის გახსენება  ვოვას და ნინის  ისტორიის გამოყენებით             დრო 10 წთ
მიზანი: დიალოგის ფორმის გახსენება შესწავლილ  მასალაზე დაყრდნობით

აქტივობის აღწერა:  თავდაპირველად    მოსწავლეებს ვთხოვ,    უკვე ნასწავლი ტექსტიდან    გაიხსენონ ვოვას და ნინის  ისტორია. ამისათვის , ვთხოვ მოსწავლეებს, გადმოსცენ მათ  შესახებ პირველ პირში, ხოლო ამ ისტორიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბონ დიალოგის ფორმა  -  Как тебя зовут?   Где ты живёшь? Что ты любишь делать на досуге?  Какие языки ты знаешь ?Сколько тебе лет? В каком классе ты учишься?
Меня зовут Нини .
Я живу в Грузии.
Я учусь в 6-ом классе.
Мне 9 лет.
Я знаю английский и русский.
Я на досуге люблю путешествовать по интернету.


აქტივობა 3:        როლური თამაში              წთ 20
მიზანი:  მოსწავლეების მიერ  ახალი დიალოგის შედგენა და გათამაშება  საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით
ღწერა:
მას შემდეგ,რაც მოსწავლეები გაიაზრებენ თითოეული შეკითხვის არსს , შეეცდებიან შეადგინონ დიალოგი  მეწყვილესთან ერთად  ნაცნობ   დიალოგზე (ვოვას და ნინის დიალოგი) დაყრდნობით. შვთავაზებ მათ,  დაამატონ   და განავრცონ   კითხვები, შეუსაბამონ თავიანთ რეალურ     ცხოვრებას.

    მასწავლებლის ინსტრუქციის შემდეგ მოსწავლეები ცდილობენ შეარჩიონ თემის შესაბამისი სიტუაცია და  გაითამაშონ როლები. მოსწავლეები შეეკითხებიან ერთმანეთს, რა თამაშები მოსწონთ ან რისი თამაში უყვართ თავისუფალ დროს. ამავე დროს დიალოგი შეიძლება დაიწყოს გაცნობითი ხასიათის კითხვებით,რაც მათ დაეხმარებათ პრაქტიკულ ცხოვრებაში გაესაუბრონ  ან ინტერნეტში   მიწერონ  ახალგაცნობილ   თანატოლებს.

გაკვეთილის შეჯამება:                                          5 წთ
ყველა აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვურიგებ თვითშეფასების სქემებს,სადაც ისინი მხოლოდ  სიმბოლოების გამოყენებით (+ ან - ) შეაფასებენ საკუთარ მუშაობას- რა შეძლეს და რა ვერ შეძლეს ( შემიძლია ან არ შემიძლია-მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება,  დიალოგის შედგენა, დიალოგის გათამაშება, შესაბამისი ლექსიკურ და გრამატიკული ერთეულების გამოყენება) ,    ბოლოს კი  ვაფასებ მოსწავლეეებს როგორც კომენტარებით,ისე ქულებით  და ვაჯამებ     გაკვეთილს-რა მოეწონათ  გაკვეთილიდან ,  სად და როდის შეძლებენ  დიალოგის ფორმის გამოყენებას.
საშინაო დავალება:  დაწერეთ   მარტივი სახის თემა-  Что я делаю на досуге
                  შეფასების რუბრიკა:  განმავითარებელ-განმსაზღვრელი

აქტივობის დასახელება
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
წინარე ცოდნის გამოვლენა
ვერ ავლენს განვლილი მასალის ცოდნას,ვერ ფლობს თემის შესაბამის ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციას
ვერ ახერხებს განვლილი მასალის გახსენებას  მასწავლებლის დახმარების გარეშე
  ნაწილობრივ ავლენს განვლილი მასალის ცოდნას,მაგრამ აქვს ხარვეზები
სრულყოფილად ავლენს წინარე ცოდნას,ფლობს ყველა  ლექსიკურ-გრამატიკულ კონსტრუქციას
დიალოგის  ფორმის შედგენა  

   ვერ ერთვება ელემენტარული დონის დიალოგის ფორმის
შედგენაში
   ნაწილობრივ ახერხებს დიალოგის  ფორმის შედგენას
,მაგრამ მასწავლებლის დახმარებით
ახერხებს დიალოგის ფორმის შედგენას-
,მაგრამ აქვს ხარვეზები
სრულყოფილად ფლობს დიალოგის ფორმის შედგენის ტექნიკას
       დიალოგის გათამაშება(როლური თამაში)
,ვერ ახერხებს როლის გათამაშებას და დიალოგში ჩართვას
  ნაწილობრივ ახერხებს  დიალოგის გათამაშებას,მაგრამ მასწავლებლის დახმარებით
ახერხებს დიალოგის გათამასებას,მაგრამ აქვს ხარვეზები
სრულყოფილად ახერხებს დიალოგში ჩართულობას და როლურ გათამაშებას








                                            Схема самооценивания (თვითშფასების სქემა)

                                                            თემა      ---  На досуге

                                      
Активности

Я  могу            +
Я не могу     -
Понять инструкцию учителя




Составить диалог



Разыграть  диалог по ролям


Правильно использовать лексику и грамматические формы диалогического разговора







No comments:

Post a Comment