Thursday, May 23, 2019

გაკვეთილის გეგმა რუსულ ენაში- ჩემი ბინა


გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
 ჩვენი ბინა-Наша квартира
სწავლების საფეხური
 ll  საფეხური  Vll  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
 კლასში 15  მოსწავლეა, მათ შორის  1   სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
 ეს თემა  ხელს შეუწყობს მოსწავლეებს  ყოველდღიურ ცხოვრებაში ბინის ან სახლის აღწერისას სწორად გამოიყენონ  ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციები და სასაუბრო ელემენტები
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 თემა მიზნად ისახავს ჯგუფური მუშაობის, რესურსების სწორად გამოყენების,პრეზენტაციის და საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევების  განვითარებას.
შედეგები:
lll.  19.3.   მიმართულება ლაპარაკი
.მოსწავლე შეძლებს სასაუბრო თემის შესაბამისი ლექსიკის გამოყენებას
lll .26.1. მიმართულება სწავლის სწავლა
.მოსწავლე შეძლებს თემის შესაბამისი  რესურსების ეფექტურად გამოყენებას
 lll. 29.3.
.მოსწავლე შეძლებს ჯგუფის წევრებთან შეთანხმებულ თანამშრომლობას
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეები ფლობენ ყველა ლექსიკურ-გრამატიკულ კონსტრუქციებს , რომლებიც გამოიყენება ბინის ან სახლის აღწერისათვის.  მაგ:
Висит, стоит , лежит- у стола, над сталом ,около дивана.
Это мой дом. Это  моя квартира.  Мой дом двухэтажный.
პასუხობენ კითხვებზე:что?- шкаф,  где?  -в спальне, какой?-книжный.
შეფასების საგანი და პროცედურები
 შეფასების საგანია ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.
    მოსწავლეებს ვაფასებ  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკების გამოყენებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები
    თაბახის ფურცლები, ფლეშკარტები,

   ფოტომასალა, წებო  ,დაქსეროქსებული
                  დავალებები,მაკრატელი,თვითშეფასების კითხვარი
გაკვეთილის მსვლელობა

Aფაზა-საორგანიზაციო მომენტი-თემის ,მიზნის, შედეგების, ქცევის წესების გაცნობა       5 წუთი

  აქტივობა 1                                         5 წუთი
  გონებრივი იერიში
მოსწავლეებს ვუჩვენებ    სპეციალურ ფლეშკარტებს, რომლებზეც გამოსახულია ცალკეული ოთახის შესაბამისი ავეჯი და ვთხოვ , რომ დაასახელონ რუსულ ენაზე მათი სახელწოდებები. აქტიურობაში  ერთვება   სსმ მოსწავლე,   იგი  კლასთან ერთად  ამოიცნობს და  ასახელებს ავეჯს რუსულად.
B  ფაზა 
   ჯგუფური მუშაობა                          7 წუთი
    
კლასი დანაწილებულია 5 ჯგუფად,რომლებიც შედგება 3-3 წევრისაგან.  ჯგუფის წევრები  შემთხვევითი პრინციპით ირჩევენ    ჯგუფის სახელს-    гостиная, кухня, спальня, ванная  , кабинет.
იმისათვის რომ, მოსწავლეები  ადვილად მივიდნენ საბოლოო მიზანთან,   ვურიგებ მათ  გრამატიკული სახის დაქსეროქსებულ დავალებას. დავალების მიზანია  გამოტოვებული ადგილები შეავსონ სწორი გრამატიკული ფორმებით  წინდებულების  მეშვეობით.
აქტივობა 3      7  წუთი
 ჯგუფური მუშაობა
ამ აქტივობისათვის  ვიყენებ  ფოტოსურათებს, რომლებიც მოთავსებულია პატარ-პატარა ყუთებში ან კოლოფებში. მათზე გამოსახულია   ბინის  ყველა ოთახის შესაბამისი ავეჯი.მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან  სურათებს, არჩვენ მათი ჯგუფის სახელის შესაფერისი   დასახელების ავეჯს, ეხმარებიან ერთმანეთს, სსმ მოსწავლე უწევს თავის ჯგუფის წევრებს აქტიურ დახმარებას, იგი ამოიცნობს და აწოდებს თანაგუნდელებს შესაბამის  ფოტორესურსს, აწებებს მათთან ერთად და ქმნის სურათებით გაწყობილ ოთახს .  
აქტივობა   4         15 წუთი
პრეზენტაცია 
როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ ოთახის   სურათებით გაწყობას , ჯგუფის ერთ-ერთი წევრი წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს ზეპირი  პრეზენტაციით.  პრეზენტატორი  აღწერისას  იყენებს ყველა სასაუბრო და გრამატიკულ ფორმებს, პასუხობს კითხვებს:
    ეს რომელი ოთახია?
     როგორი ავეჯი დგას? 
    რა ავეჯია?   სად დგას?
    რა ჰკიდია? რა  დევს?  
    სად რა მდებარეობს?            
აქტივობა   5      თვითშეფასება               3      წუთი
 საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრის მიზნით ვურიგებ მოსწავლეებს  ფერად ფურცლებს, რომლებზეც მოცემულია ორი ტიპის კრიტერიუმი:   
1.      მე შემიძლია  თემის შესაბამისი რესურსების   ამოცნობა და გამოყენება
2.      მე შემიძლია ჩემი ან სხვისი საცხოვრებელი სახლი/ბინის  აღწერა
 თვითშეფასების   განსაზღვრის  სიმბოლოებია:
შემიძლია    +
არ შემიძლია -
ნაწილობრივ შემიძლია  ?


C  ფაზა           შეჯამება       3 წუთი

კლასს მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისათვის და   ვაჯამებ გაკვეთილს .
 ვაფასებ მოსწავლეებს, ვაძლევ ზეპირ კომენტარს, ვსვამ კითხვებს:
რა ისწავლეს თემის ბოლოს?
როდის და რა სიტუაციაში გამოიყენებენ აღნიშნულ თემას?

   საშინაო დავალება:
მოსწავლეებს ვთხოვ, წერილობით   აღწერონ  საკუთარი   სახლი/ოთახი



No comments:

Post a Comment