Thursday, May 23, 2019

უცხო ენების კათედრის ანგარიში 2018-19 წელი


უცხო ენების კათედრის ანგარიში                    2018 წლის 1 სემესტრი
მოგეხსენებათ, უცხო ენების კათედრა აერთიანებს სამ  ენას: ინგლისური,გერმანული და რუსული. სასწალო წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამინისტროს მიერ.  შეგახსენებთ რომ, მე-5 კლასში მეორე უცხო ენად შეიძლება აირჩეს სასურველი ენა  მოსწავლეების რაოდენობის მიუხედავად და ერთი  კლასი  იყოფა არჩეული ენების მიხედვით. ამ ცვლილებამ დააკმაყოფილა როგორც მოსწავლეების,ისე პედაგოგების ინტერესები.
რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს:   ჩვენმა კათედრამ სასიხარულო  ამბით დაიწყო სასწავლო წელი,  ვინაიდან   სტატუსი შეიცვალა  და  უფროსი მასწავლებელელი გახდა   თამარ ბარბაქაძე ,   ძალიან მალე  კი  საბოლოო   წარმატებას   მიაღწევს  სოფიო ბუცხრიკიძე.
 პირველი სემესტრის განმავლობაში  ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე სხდომა,რომელზეც გავანაწილეთ საათები, ვისაუბრეთ სახელმძღვანელოებზე, 1-6 კლასის წიგნებმა  უცხო ენებშიც  განიცადა საყოველთაო ცვლილება, ასევე დავსახეთ სამომავლო გეგმები.
 მიუხედავად იმისა,რომ  უცხო ენა ბევრ მუშაობას მოითხოვს ,კათედრამ მაინც შეძლო რამდენიმე აქტივობის განხორციელება.
 სახელდობრ:   ნოემბერში  ჩატარდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ინგლისურ ენაში, რომელშიც    მე-11 კლასის მოსწავლემ თათია ქარქაშაძემ 40 მაქსიმალური ქულიდან მოიპოვა 39 ქულა და 8 იანვარს იგი მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის მეორე ტურში, ასევე      თათიამ  ამავე საგანში   წარმოგვიდგინა სასკოლო კონფერენცია     სათაურით დამიხატე მშვიდობა. იმავე ინგლისურ ენაში პრეზენტაცია გააკეთა მე-8 კლასმა თემაზე- საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.  ხელმძღვანელი თამარ ბარბაქაძე.
    საახალწლოდ    კი გაერთიანდა ყველა უცხო ენა და სხვადასხვა კლასების მონაწილებით ახალი წელი მივულოცეთ სკოლას. მოსწავლეებმა იმღერეს,იცეკვეს, ლექსები შემოგვთავაზეს რუსულ,გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
 ასევე მინდა მოგახსენოთ კათედრის წევრთა თანამშრომლობის შესახებ. ჩვენი კათედრა მდიდარია  ისეთი წევრებით,როგორიცაა ქალბატონი მანანა დგებუაძე, თამარ ბარბაქაძე და სოფიო ბუცხრიკიძე.      ჩვენ ერთმანეთს ხშრად ვხვდებით, ვიღებთ რჩევებს  მანანა  მასწავლებლის წარმატებული გამოცდილებიდან, ვსაუბრობთ თანამედროვე სიახლეების შესახებ და ვეხმარებით ერთმანეთს პრობლემების  დაძლევაში.
 სამომავლოდ შევეცდებით უფრო საინტერესო  პროექტები და აქტივობები შემოგთავაზოთ.

                                                                           უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი:
                                                                                     დარეჯან ჭანტურიძე                                  

No comments:

Post a Comment