რეფლექსია
ჩვეულებრივ, მოსწავლეთა მონაწილეობა კონკურსებში, ოლიმპიადებში , შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის. მიუხედავად შედეგისა ,მოსწავლეთა წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად,საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად . შესაბამისად, მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა წრეც ფართოვდება.
ასევეა მასწავლებლისათვის: წარმატებული მოსწავლე ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმატებული მასწავლებლისა.
ჩემ მიერ ოლიმპიადისათვის შეირჩა Xl კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი სამიზნე ჯგუფი, რის შესაბამისადაც შევიმუშავე სამუშაო გეგმა .
პირველივე მეცადინეობაზე გავიარეთ ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები. ჩავატარეთ სადიაგნოსტიკო ტესტირება,რის შედეგადაც მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობებისათვის მეტად ყურადსაღები საკითხები. დაგეგმილი აქტივობების ძირითადი მიზანი იყო ენობრივი უნარების დახვეწა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, წაკითხული უცხო ( რუსული) ენოვანი ტექსტის გააზრება, სიტუაციური ამოცანების ამოხსნა, დიალოგებში (რუსულ ენაზე) მონაწილეობა, გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენება...
მეცადინეობის დროდ შევარჩიე კვირის ყოველ პარასკევი, ვინაიდან აღნიშნული მოსწავლეები დაკავებული იყვნენ სხვადასხვა აქტივობებით- თეონა კოვზირიძე,სოფო პერანიძე და თათია ქარქაშაძე. ყველა მეცადინეობაზე ვიყენებდით როგორც გასული წლის, ისე მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების და სხვა სახის ტესტების ნიმუშებს.

ბოლო მეცადინეობაზე კვლავ ჩავატარეთ ტესტირება. მოსწავლეებმა გაუმჯობესებული შედეგი აჩვენეს. მათ იმუშავეს ტესტების ელექტრონულ ვერსიებზეც. შედეგებმა ცხადყო, ბავშვები შეძლებისდაგვარად კარგად
იყვნენ ოლიმპიადისათვის მომზადებული.
ოლიმპიადის პირველი ტური 1 დეკემბერს ჩატარდა ელექტრონულად .მონაწილეებმა 18,27 და 21 ქულები აიღეს,რაც საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, თუმცა გამოაჩინა ჩემ მიერ ჩატარებული მუშაობის ხარვეზები, ამიმაღლა მოტივაცია ვეძებო ხარვეზების აღმოფხვრის გზები, შემდგომისათვის დავსახო მეტად ეფექტური, შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამა. რუსული ენის ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის შევარჩევ ისეთ აქტივობებს,რომლებიც დაეხმარებათ მათ ენობრივი ბარიერის დაძლევაში, რუსულენოვანი ტექსტის გააზრებაში, გაზრდის მათ ლექსიკურ მარაგს, გრამატიკული კონსტრუქციების, სიტუაციური ლექსიკონებისა და ფრაზეოლოგიის, მხატვრული კითხვის, ენობრივი , და, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებაში.
უცხო ენის (რუსული) სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნებისმიერ აქტივობაში (მათ შორის ოლიმპიადაშიც) გათვლილია ძირითადი მიზნის მისაღწევად: მოსწავლეთა მიერ შეძენილი პასიური ცოდნის აქტიურ გამოყენებაში გადატანა.

No comments:
Post a Comment