რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე
2019 წლის 22 მაისს
მე-6 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე: თავისუფალი დრო
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი იყო:
დიალოგის შედგენა თავისუფალი დროის გამოყენების შესახებ
და როლური გათამაშება საჭირო სამეტყველო უნარ-ჩვევების საშუალებით.
გაკვეთილის დაწყების პირველ ფაზაში მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე , სახალისო ხმის ტემბრით ,მიმიკითა და ჟესტებით გავაცანი მიზანი ,თემა და შეფასების
კრიტერიუმები, რომლებიც წინასწარ მქონდა გამზადებული დაფაზე
(Flipchart). გაკვეთილის დაწყებისთანავე მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენე
მუსიკალური ვიდეო, რომელშიც ბავშვები მღეროდნენ
სწორედ თემასთან შესაბამისი ლექსიკისა და გრამატიკული ფორმების გამოყენებით.
ამავდროულად მეც ავყევი
სიმღერის შინაარსს თამაშ-თამაშით და
მოსწავლეებიც ავიყოლიე.
მიზნობრივად
გამოვიყენე ყველა რესურსი,
რომელიც მქონდა წინასწარ გამზადებული: ფლეშ-კარტები, ილუსტრაცია,
ფოტოები. მოსწავლეებმა დაასახელეს ყველა თამაში და მოქმედება, რაც
გამოსახული იყო ილუსტრაციაზე ან ფოტოებზე.
მოსწავლეები
მუშაობდნენ ინდივიდუალურად, წყვილებში
და მთელ
კლასთან ერთად.
მომდევნო აქტივობის დროს ,შევთავაზე მათ, პირველ
პირში გადმოეცათ უკვე ნაცნობი პერსონაჟების ისტორია და ჩამოეყალიბებინათ დიალოგის სტრუქტურა ( რა კითხვებს და პასუხებს შეიცავდა დიალოგი) .
მოსწავლეებმა
შეძლებისდაგვარად გაართვეს თავი
რუსულ ენაზე ზეპირმეტყველებას ,
თანაკლასელებს მიაწოდეს საგაკვეთილო პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია,რითაც დაეხმარნენ მათ, გაეხსენებინათ დიალოგის ფორმა.
ამის
შემდგომ შევთავაზე კლასს, წყვილებში შეედგინათ და გაეთამაშებინათ დიალოგი - რისი
კეთება მიყვარს თავისუფალ დროს. ისინი სრულიად თავისუფლად უზიარებდნენ ერთმანეთს კითხვა-პასუხის ფორმებს, შექმნეს თავის გარშემო სამუშაო
გარემო, ცდილობდნენ არ გამორჩენოდათ არც ერთი
ნასწავლი ფრაზა.
ბოლო
ეტაპზე თითოეულმა წყვილმა გაითამაშა
დიალოგი . მოსწავლეების
სურვილი იყო რუსულ ენაზე თავისუფლად
ემეტყველათ , მაგრამ მაინც ჭირდებოდათ ჩემი დახმარება, მაინც
იგრძნობოდა უცხო ენაზე
მეტყველების შიში და მღელვარება.
რაც
შეეხება ხარვეზებს, აღვნიშნავ რომ, დროზე ადრე მოვახდინე მოსწავლეების შეფასება ქულებით, ამის შემდეგ
შევაჯამე გაკვეთილი და მივეცი საშინაო დავალება. ასევე , კარგი იქნებოდა თითოეული
შეცდომა დამეწერა დაფაზე და ზეპირად
გასწორების ნაცვლად წერილობით მომეხდინა
დაკვირვება დაფაზე დაწერილ ფორმებზე, ასე უკეთ დაიმახსოვრებდნენ
თავიანთ შეცდომებს და დაფიქრდებოდნენ მათ გამოსწორებაზე
სამომავლოდ შევეცდები , ვასწავლო მოსწავლეებს, როგორ
დაძლიონ შიში ან სიმორცხვე რუსულ ენაზე მეტყველების დროს და
არ გავხადო ხშირად დამოკიდებული
ჩემს დახმარებაზე.
No comments:
Post a Comment