რეფლექსია
2018 წლის 7 მაისს ჩავატარე სტანდარტიზებული გაკვეთილი VI კლასში
. გაკვეთილის თემა იყო „ ვყიდულობთ მაღაზიაში“ რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში
მეტყველების უნარის განვითარებას და
სწორი ლექსიკურ-გრამატიკული ფორმების
გამოყენებას პროდუქტების ყიდვისას. მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად
და განწყობის შესაქმნელად გამოვიყენე თემის შესაბამისი ვიდეო- „მაღაზიაში“, რის შემდეგაც მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ
გაკვეთილის პროცესში და მოახდინეს წინარე ცოდნის გააქტიურება ნახატი და ცოცხალი პროდუქტების, იმიტირებული მაღაზიის თანხლებით. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ნასწავლი მასალის
გახსენებაში. მე ვფიქრობ, რომ შევძელი მათთვის
სასწავლო და შემოქმედებითი გარემოს
შექმნა.
რაც შეეხება სსმ მოსწავლეს, ვთვლი, რომ მან მიაღწია დასახულ მიზანს. მოსწავლემ შეძლო
პროდუქტების დასახელებაც , დახატვაც და მარტივ
ინტერაქციაში ჩართვაც, ასევე მყიდველის რეპლიკების გამორჩევა.
იგი ყველა დავალებას ხალისით ასრულებდა.
გაკვეთილზე გამოვიყენე როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური
მუშაობის ფორმები. ისინი დამოუკიდებლად ასახელებდნენ
პროდუქტებს რუსულ ენაზე , ამოიცნეს მოცემული ხილ-ბოსტნეული, ჯგუფში გამოკვეთეს გამყიდველის და
მყიდველის რეპლიკები, შეადგინეს დიალოგი და
ერთად მოემზადნენ როლური თამაშისათვის. გაკვეთილის მთლიანი ნაწილი ვიმუშავე მთავარი მიმართულების -ლაპარაკის უნარის განვითარებაზე. ამისათვის გამოვიყენე კითხვა-პასუხი,
გამყიდველის და მყიდველის შესაბამისი რეპლიკები,
დიალოგის შედგენა და სიტუაციის გათამაშება
- „ ვყიდულობთ მაღაზიაში“. როლურ თამაშში ჯგუფის
წევრები ხალისით ჩაერთვნენ, თავად გაინაწილეს
გამყიდველის, მყიდველის და მოლარის ფუნქციები.
მე ვფიქრობ, ყველა მოსწავლემ გაართვა თავი მარტივ ინტერაქციას, ყველამ შეძლო იმიტირებულ მაღაზიაში ეყიდა ან გაეყიდა პროდუქტი, ასევე მოლარის როლში
მყოფმა მოსწავლეებმაც შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მოსწავლეების აქტიურობისა და ხალისიანი განწყობის მიხედვით,
მე ვთვლი რომ მივაღწიე დასახულ მიზანს.
როლური თამაშის აქტივობა
მოითხოვდა მაღალი სააზროვნო უნარების გააქტიურებას, კერძოდ, ანალიზის და დაკვირვების უნარს. როლური თამაში ერთ-ერთი შედეგიანი
და საუკეთესო აქტივობაა ლაპარაკის
უნარის განვითარებისათვის.
შემაჯამებელ
ფაზაზე კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გაკვეთილის
მიზანი . მოსწავლეებმა შეაფასეს გაკვეთილი
როგორც სიტყვიერად, ისე ჟესტიკულაციით. ასევე აღნიშნეს, რომ შეძლებენ რუსულენოვან გამყიდველთან დიალოგში ჩართვას. რაც
შეეხება თვითშეფასებას, სამომავლოდ აუცილებლად ვიმუშავებ ამ საკითხზე . ქულებით შევაფასე
რამდენიმე მოსწავლე და გაკვეთილის მიმდინარეობისას ვაძლევდი მათ სიტყვიერ
შექებას “ ყოჩაღ“ .მიუხედავად აქტიური
გაკვეთილისა, დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება.
ჩემი ხარვეზი გამოიკვეთა დროის მართვაში , რომელიც შევავსე თემის ირგვლივ კითხვა-პასუხით. შედეგად მოსწავლეები დამოუკიდებლად ჩაერთვნენ ჩემთან დიალოგში. მომავალში კი აუცილებლად
ვიმუშავებ დროის კონტროლის გაუმჯობესებისათვის.
No comments:
Post a Comment