Thursday, May 23, 2019

რეფლექსია 2 მარტი


                                                         რეფლექსია
2018 წლის 2 მარტს ჩავატარე სტანდარტიზებული  გაკვეთილი  VIII  კლასში .გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვისა და მეტყველების უნარების განვითარება. გაკვეთილის თემა იყო აქტიური. კერძოდ  „ საკვების შეკვეთა რესტორანში ან კაფეში „
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე  “ შესასვლელი ბილეთები“ ,რომლის შევსების შემდეგაც მოვახდინე ბილეთებზე დატანილი  საკითხების განხილვა და ამომწურავად გავიხსენეთ წინათ ნასწავლი მასალა, რომლის გააქტიურებაც მნიშვნელოვანი იყო შემდგომში განსახორციელებელი აქტივობების შედეგიანად  განხორციელებისათვის.
 გაკვეთილის  ძირითად ნაწილში , პირველ ეტაპზე ვიმუშავე კითხვის უნარის განვითარებაზე, როდესაც მოსწავლეებმა შეისწავლეს მენიუს ცხრილი .წაკითხულის გაგება შევამოწმე „გამოსაძახებელი ჩხირების” მეშვეობით. კითხვის მეორე აქტივობა იყო დიალოგში გამოტოვებული ადგილების შევსება , მენიუს ცხრილის გამოყენებით და ტექსტში სპეციფიური ფრაზების მონიშვნა .მიცემული დავალების გაგების დონე შევამოწმე ისევ „გამოსაძახებელი ჩხირების“ მეშვეობით. ეს ტექნიკა განსაკუთრებით მომწონს რადგან იგი საშუალებას იძლევა იმისა, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს გაკვეთილში ჩართული და თანაბრად იყვნენ პასუხისმგებელი დავალების შესრულებაზე, რადგან არავინ იცის რა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. დიალოგში მონიშნული ფრაზების განხილვისას გამოვკვეთე ახალი გრამატიკული საკითხი , რომელიც გამოვიტანე დაფაზე, განვმარტე და დავსახე მათი შემდეგ აქტივობაში გამოყენების გზები .ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე ემუშავათ ჯგუფებში და შეექმნათ ახალი დიალოგი თავიანთი შეხედულებების მიხედვით, გამოეყენებინათ გაკვეთილზე შესწავლილი ფრაზები , ახალი გრამატიკული საკითხი  და წარმოედგინათ მათ მიერ შექმნილი ახალი დიალოგი “  კაფეში „ როლური თამაშით. ამ დავალების შესრულება მოსწავლეებისგან მოითხოვდა მაღალი სააზროვნო უნარების გააქტიურებას, კერძოდ კი ანალიზის უნარს. როლური თამაში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა მეტყველების  უნარის განვითარებისთვის  და ემსახურება გრძელვადიანი მიზნის ,მოსწავლის მონაწილეობას ინტერაქციაში, მიღწევას .მოსწავლეებმა შეასრულეს მითითება ,თავად შექმნეს ჯგუფები ზედმეტი ხმაურისა და დროის დანაკარგის გარეშე ,შექმნეს  დიალოგი, თავად აირჩიეს პერსონაჟები რომელსაც განასახიერებდნენ და წარმოუდგინეს კლასს.
რეფლექსიის ფაზაზე კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გაკვეთილის მიზანი . მოსწავლეებმა  შეაფასეს გაკვეთილი,  თვითშეფასება კი მოვახდინე „ გასასვლელი ბილეთების“ საშუალებით. ქულით შევაფასე  რამდენიმე მოსწავლე და მივეცი საშინაო დავალება შემდეგი გაკვეთილისთვის. ვთვლი რომ შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა და მივაღწიე მიზანს.გეგმის მოდიფიცირება არ დამჭირდა . განვახორციელე ყველა დაგეგმილი  აქტივობა თუმცა გამოვავლინე ხარვეზი. მიუხედავად იმისა რომ მოსწავლეებმა იციან გაკვეთილზე ქცევის წესები და მე გაკვეთილის დასაწყისში მათ კიდევ ერთხელ შევახსენე ისინი, მაინც მომიხდა რამდენიმე მოსწავლისათვის წესრიგის დაცვისკენ მოწოდება. ვფიქრობ ამ მიმართულებით უნდა გავაუმჯობესო ჩემი პრაქტიკა.


No comments:

Post a Comment