Monday, September 26, 2016

ინტელის პროექტი

პროექტი საერთო ჯამში იყო ძალიან საინტერესო,  მრავალმხრივი და  სიახლეებით  სავსე.  ძალიან ბევრი ვისწავლე ისეთი ,რაც არ ვიცოდი   სრულყოფილად   მაგ.: პროექტის  შეფასების    რუბრიკების   შედგენა,  ინტერნეტ-კავშირების   გამოყენება,   ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე,   პრეზენტაციის გამოქვეყნება,  page-ბის შექმნა ბლოგზე,   მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  მომზადება და შეფასება, საავტორო უფლებების   დაცვა .   პროექტზე   ვმუშაობდით  დამოუკიდებელი უნარის გამოყენებით, ასევე გვეხმარებოდა ტრენერი  , მაგრამ არ გვიწევდა დათვურ სამსახურს.   ამისათვის მას დიდ მადლობას ვუხდით. ვეცდები, აქ ნასწავლი    ტექნიკური  უნარ-ჩვევები  წარმატებით   გამოვიყენო  სასწავლო პროცესში   და გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს გამოცდილება.

Wednesday, September 21, 2016

რეფლექსია

დღევანდელ დღეს   ძალიან ბევრ  და  საინტერესო   მასალას   გავეცანით.  მაგალითად:   როგორ შევადგინოთ   შეფასების     რუბრიკა,  როგორ   მოვახდინოთ  მოსწავლეთა    დიფერენციაცია,  რას ნიშნავს    ფასილიტაცია,  ამის  შემდეგ    ვემზადებით   საბოლოო   ეტაპისათვის    -უნდა   გამოვაქვეყნოთ      ჩვენ მიერ  მომზადებული პროექტი   თავისი  დანამატებით.

Monday, September 19, 2016

რეფლექსია

დღევანდელ    დღეს      გამოვაქვეყნეთ    ჩვენ მიერ   შექმნილი   შპრეზენტაცია.  ასევე   ვისწავლეთ  როგორ   იქმნება   ეფექტური   პრეზენტაცია,  რა   ხერხებით   შეიძლება   ვიდეოს  და  ფოტოების  ატვირთვა  პრეზენტაციის  სლაიდზე.    გავეცანით   მოსწავლის   სავარაუდო  ნამუშევრის   შექმნის   ფორმებს.

Monday, September 12, 2016

მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს    ვისწავლეთ   შეფასების სხვადასხვა   მეთოდები,  სტრატეგიები, დროში გაწერილი შფასების გეგმის შდგენა, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების  გათვალისწინებით.  ასევე გავეცანით    პროექტის  პრეზენტაციის მომზადებას.
 მეხუთე    დღს   კი  ვისწავლეთ     რა კავშირები შეიძლება   გამოვიყენოთ მოსწავლეებთან    მუშაობისათვის, გავეცანით საავტორო უფლებების   დაცვას,   როგორ გამოვიყენოთ   ინტერნეტი კვლევისათვის, როგორ დავწყვილდეთ   ინტერნეტ- კავშირებზე   და   გავეცანით    ყველა   სახის   ინტერნეტსაშუალებებს   ,   რომლებსაც გამოვიყენებთ   როგორც   მოსწავლეებთან   ისე კოლეგებთან   თანამშრომლობისას.

Tuesday, September 6, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი აღმოჩნდა. გავეცანით, როგორ  გავაერთიანოთ  სტანდარტები და 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები  საერთო მიზნის მისაღწევად, როგორ შვქმნათ    დამხმარე საკვანძო კითხვები,როგორ  ჩავრთოთ მოსწავლეები   ამ კითხვებზე  პასუხის  მისაღებად    ინფორმაციის  მოძიების  გზების პოვნაში.

Sunday, September 4, 2016

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში გავეცანი  პროექტებით სწავლებას    თეორიული სახით-როგორ შევქმნათ საქაღალდეები ელექტრონული პორთფოლიოსათვის ,  რას ნიშნავს   პროექტებით სწავლება, რა არის მისი მიზანი, როგორ ხდება პროექტის დაგეგმვა,   რა უნდა გაკეთდეს მოსწავლეების დასაინტერესებლად, როგორ გამოვიყენოთ     ისტ  პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.   ვისწავლე  ბროშურის  შაბლონის შექმნა , რითაც შეიძლება   მიიზიდო მოსწავლე ან მშობელი პროექტში  ჩასართველად. 

Monday, July 11, 2016

რუსული ანბანი-პროექტი

თერჯოლის რაიონი
ღვანკითის საჯარო სკოლა
რუსულის მასწავლებლის მასწავლებლის
                                დარეჯან ჭანტურიძის
საგანმანათლებლო პროექტი
პროექტი  - ,, რუსული ანბანი“

პროექტი
                         რუსული ანბანი
პროექტის აქტუალობა
გამომდინარე იქედან, რომ მოსწავლეებში დავინახე პრობლემა -  უჭირდათ  ასო- ბგერების დამახსოვრება, წარმოთქმა და  ნაბეჭდი  ასოების გარჩევა ხელნაწერისაგან , მიზნად დავისახე   პროექტის   განხორციელება  
პროექტის მიზანი
  • მოსწავლეები შეძლებენ  რუსული ასო-ბგერების   წაკითხვას , ხელნაწერი და ნაბეჭდი ასოების  ამოცნობას
  • მოსწავლეებს განუვითარდებათ   ზეპირი მეტყველების დროს ანუ სიტყვების  წარმოთქმისას   რუსული მახვილის  თავისებურებების   გარჩევის    და   იოტირებული ხმოვნების  წარმოთქმის უნარი
  • ყრუ და მჟღერი თანხმოვნების წარმოთქმის უნარი
  • მაგარი და რბილი თანხმოვნების წარმოთქმის
    უნარი

Sunday, July 10, 2016

სქემაში ატვირთული რესურსის რეფლექია




                  1.    რესურსის    ინსტრუქცია

პოსტერზე   მოცემულია ხელით  დახატული   წლის დროები ( რამდენიმე   ნახატი  ერთი   და  იგივე   სეზონს  წარმოადგენს, რათა   მოსწავლემ  ეძებოს  ინფორმაციის  შესაბამისობა) თავისი  დამახასიათებელი თვისებებითა და  აღწერილობით. (ფოტოაპარატი აღმოჩნდა  უხარისხო)

მოსწავლეებმა  ცალკე მოცემული წინადადებებიდან  უნდა    აარჩიონ    ერთი
  უცხო ენების კათედრაზე წარდგენილი თემა    
 მიმართულება მოსმენა და მისი პრობლემები


C:\Users\Vano\Desktop\fight the area\suratebi\images (42).jpg

როგორც ყველა საჯარო სკოლაში, როგორც იცით, ჩვენს სკოლაშიც ფუნქციონირებს ყველა საგნობრივი ჯგუფის კათედრა,მათ შორის უცხო ენების კათედრაც. მასში გაერთიანებულია სამი უცხო ენა-ინგლისური, რუსული და გერმანული ენები.
ვინაიდან თითოეული კათედრის ფუნქციაა  პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება,წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა  და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, მე , როგორც  რუსული ენის მასწავლებელმა, გადავწყვიტე  გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და მოგაწოდოთ  პრობლემის   მოგვარების შესაძლო  ვარიანტები

იბადებოდნენ საქართველოში




პროექტის  დასახელება
იბადებოდნენ   საქართველოში
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებში    პოეტ   ვლადიმერ  მაიაკოვსკის  ცნობადობის ამაღლება
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან   საქართველოში დაბადებული  და   გაზრდილი  ,   ქართულად   მოლაპარაკე  რუსი პოეტის  ცხოვრების  დეტალებს
პროექტის მიზნები
მაიაკოვსკის  შესახებ  ინფორმაციის მოძიება,   რუსული  ლექსიკურ- გრამატიკული  კონსტრუქციების  გამოყენება,     სახლ-მუზეუმის დათვალიერება  და      საქართველოსთან    მისი შემოქმედების კავშირის აღდგენა

Friday, July 1, 2016

წლის დროები



გაკვეთილის მთავარი თემა
წლის    დროები
სწავლების  საფეხური
დაწყებითი V კლასი
პროფილი
15   მოსწავლე
გაკვეთილის   აქტუალობა
მოსწავლე   შეძლებს  კითხვის   სხვადასხვა   სტრატეგიების   გამოყენებას,  ნაცნობი   ლექსიკურ-გრამატიკული   კონსტრუქციების   გამოყენებას   ,  წაკითხულის    გააზრებას   და   ინფორმაციის   დახარისხებას
გაკვეთილის   მიზნები და შედეგები