Friday, July 1, 2016

წლის დროები



გაკვეთილის მთავარი თემა
წლის    დროები
სწავლების  საფეხური
დაწყებითი V კლასი
პროფილი
15   მოსწავლე
გაკვეთილის   აქტუალობა
მოსწავლე   შეძლებს  კითხვის   სხვადასხვა   სტრატეგიების   გამოყენებას,  ნაცნობი   ლექსიკურ-გრამატიკული   კონსტრუქციების   გამოყენებას   ,  წაკითხულის    გააზრებას   და   ინფორმაციის   დახარისხებას
გაკვეთილის   მიზნები და შედეგები
მიმართულება   კითხვა
კითხვის   დროს  სხვადასხვა  სტრატეგიების   გამოყენება
ნაცნობი  ლექსიკურ-გრამატიკული  კონსტრუქციების   მეშვეობით
წაკითხული  ინფორმაციის   გაგება-დახარისხება

შედეგი   მიღწეულია,  თუ:
მოსწავლე  კითხულობს   ტექსტს  და  სწორად იყენებს   კითხვის   სხვადასხვა   სტრატეგიებს
მოსწავლე   კითხულობს  ტექსტს   და   ახდენს   ინფორმაციის    სწორად   დახარისხებას
წინასწარი   ცოდნა
მოსწავლეებმა   იციან   მარტივი  ლექსიკა   და  გრამატიკული ერთეულები ,   მაგ: ფოთოლი-მწვანე, წითელი,ყვითელი,   მზე- დიდი,  ცხელი   ,ყვავილები-ლამაზი, ჭრელი, თოვლი-თეთრი    ,ცივი,იციან  თვეების  დასახელება,   როგორი  ამინდია
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
მოსწავლე  ფასდება  წინასწარ   შემუშავებული   შეფასების   რუბრიკის   საშუალებით
სასწავლო  მასალა  და   რესურსები
სახელმძღვანელო,  დაფა,  პროექტორი,   ცარცი,კომპიუტერი , სლაიდი
გაკვეთილის   მსვლელობა  და  მენეჯმენტი
საორგანიზაციო   საკითხი-2წთ

A  ფაზა-15 წთ     გონებრივი   იერიში
აქტივობა 1

მასწავლებელი    ახალ   თემაზე     გადასასვლელად    კლასს  
  უსვამს     კითხვებს   ნაცნობ   თემაზე :    რომელი   თვეები   იციან?   რამდენი   თვეა   წელიწადში?  რა   თვეა  ახლა?     როგორი   ამინდია   დღეს?  რომელი   თვე   მოსწონთ   ყველაზე    მეტად?  

    ამის   შემდეგ  უჩვენებს    სლაიდშოუს  და   თხოვს  მოსწავლეებს,   გაიხსენონ   ის სიტყვები, ფერები, საგნები, რომლებიც  დაკავშირებულია  ბუნებასთან და ამინდთან.    


B  ფაზა-22 წთ

აქტივობა  2
მას შემდეგ, რაც   მოსწავლეებმა   გაიხსენეს   ნაცნობი    ლექსიკურ -გრამატიკული    ელემენტები,    მასწავლებელი   აცნობს   მათ    ახალ    ლექსიკას(ჩამოწერს   დაფაზე      ერთ  სვეტში   რუსულ   სიტყვებს,  მეორე სვეტში  ქართულ  შესატყვისებს  და   თხოვს   მოსწავლეებს,   თავად შეაერთონ  შესაბამისი  მნიშვნელობები ერთმანეთთან)   -გაზაფხული, ზამთარი,შემოდგომა, ზაფხული,   ფოთლები  ცვივა, ყვავილები  გაიშალა,  იწყება    არდადეგები,
თოვლი დნება   და .ა შ.


აქტივობა   3   -
 ახალი   სიტყვების  გაცნობის  შემდეგ   მასწავლებელი   უთითებს   მოსწავლეებს    სახელმძღვანელოს   გვერდს   [  გვ.   135],    სადაც   განთავსებულია  ტექსტი   “ წლის  დროები”.   მოსწავლეები   ჯერ   ახორციელებენ   გაცნობითი  სახის   კითხვას,  შემდეგ   მასწავლებელი   აძლევს   კლასს   დავალებას,   მეორედ   წაიკითხონ   ტექსტი   უკვე  ძიებითი   კითხვის  გამოყენებით,   გაიაზრონ   შინაარსი   და    დაახარისხონ   ინფორმაცია   სლაიდზე  მოცემული  სურათების  შესაბამისად-რომელი აღწერილობა წლის რომელ  დროს  შეესაბამება.


C  ფაზა-6 წთ

აქტივობა   4
მასწავლებელი აჯამებს   გაკვეთილს შემდეგი  დავალებით-გამოიყენონ  წიგნში   მოცემული  ინფორმაცია  და  დაასრულონ   წინადებები  (სავ. 4  )-    წლის რომელი დროა .  ამ დავალების   შესრულებით   მასწავლებელი  ამოწმებს  თუ როგორ  გაიგო კლასმა   ახალი თემა.

შეფასების   წინ მასწავლებელი    კლასს   აძლევს   საშინაო  დავალებას-    წაიკითხონ  ( სავარჯიშო 17)   ლექსი ” ცუდი  ამინდი “ და  წიგნში მოცემული   ნახატები   შეუსაბამონ   ლექსის შინაარსს.
ამის   შემდეგ     მასწავლებელი   აფასებს მოსწავლეებს   წინასწარ შემუშავებული   შეფასების  რუბრიკის   საშუალებით.

 

No comments:

Post a Comment