Sunday, July 10, 2016

იბადებოდნენ საქართველოში




პროექტის  დასახელება
იბადებოდნენ   საქართველოში
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებში    პოეტ   ვლადიმერ  მაიაკოვსკის  ცნობადობის ამაღლება
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან   საქართველოში დაბადებული  და   გაზრდილი  ,   ქართულად   მოლაპარაკე  რუსი პოეტის  ცხოვრების  დეტალებს
პროექტის მიზნები
მაიაკოვსკის  შესახებ  ინფორმაციის მოძიება,   რუსული  ლექსიკურ- გრამატიკული  კონსტრუქციების  გამოყენება,     სახლ-მუზეუმის დათვალიერება  და      საქართველოსთან    მისი შემოქმედების კავშირის აღდგენა
პროექტის   მონაწილეთა  ასაკი
15 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა
ორი  კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები  რუსულ ენაზე  მოიძევენ ინფორმაციას პოეტის შესახებ, შეისწავლიან   საქართველოში მისი ბავშვობისა და სწავლის   პერიოდს, გაეცნობიან   მის პოეზიაში საქართველოზე  შექმნილ ლექსებს, მოინახულებენ  მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს,  ყოფილ გიმნაზიას( სადაც სწავლობდა  ვ.მ.), გადაიღებენ ფოტო-სურათებს, შექმნიან სლაიდ-შოუს,
მოახდენენ მოძიებული  ინფორმაციის  პრეზენტაციას  რუსულ ენაზე  და მოუწოდებენ თანატოლებს , მოაწყონ  ექსკურსიები ბაღდათში, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა
რუსი პოეტი, რომელიც ამაყობდა  აქ გატარებული წლებით
პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები
ტრანსპორტი,  მშობლები,  მასწავლებელი,  ფოტოაპარატი,  კომპიუტერი, ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა/ ძირითადი   აქტივობები
ვინაიდან  რუსული   ენა   რამდენიმე წელია   ისწავლება,   როგორც   უცხო ენა,    სკოლის   სასწავლო   პროგრამიდან  ამოღებულია   რუსი   მწერლებისა და  პოეტების  შემოქმედება.  იმ   მიზნით,  რომ   ქართველმა  მოსწავლეებმა  იცოდნენ  საქართველოში   დაბადებული  პოეტის   ცხოვრებისა    და   საქართველოს  მიმართ   მისი
სიყვარულის   შესახებ , გადავწყვიტე    პროექტის    დაგეგმვა.  
  კლასს   დავყოფ   სამ ჯგუფად( თითოეულ  ჯგუფში  იქნება  4-4   მოსწავლე,  3   ჯგუფი).  
ჯგუფი   1
.მოსწავლეებს   ვთხოვ:
მოიძიონ  ინფორმაცია პოეტ ვლადიმერ მაიაკოვსკის შესახებ(  სოფელი ბაღდათი,  ოჯახი,   ბავშვობა,  ქუთაისის  გიმნაზია,   მამის  გარადცვალება,   რუსეთში   საცხოვრებლად   გადასვლა,  ლექსები   საქართველოზე)

ჯგუფი 2
მოამზადონ   სლაიდ-შოუ    PowerPoint-ის საშუალებით  პოეტის  შესახებ  სახლ-მუზეუმის  დათვალიერებამდე

  ამის   შემდეგ     კლასი    აწყობს  ექსკურსიას  ბაღდათის სახლ-მუზეუმში და ქუთაისის  პირველ სკოლაში( ყოფილი გიმნაზია)

ჯგუფი 3

ფოტოსურათების  გადაღება  სახლ-მუზეუმის   დათვალიერების  პროცესში  და  ახალი ინფორმაციის   საფუძველზე   მისი  პრეზენტაცია  ასევე  რუსულ ენაზე


      პროექტის      წარმოდგენის  შემდეგ   კლასი      მოუწოდებს   თანატოლებს, მოაწყონ ექსკურსიები  მაიაკოვსკის   მშობლიურ   რაიონში   და   გაეცნონ       ვლადიმერ   მაიაკოვსკის  ცხოვრებას
საგანთან / საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კავშირი  ლიტერატურასთან ,ისტორიასთან, თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიებისა   და  დახარისხების უნარის განვითარება,  რუსულ ენაზე პრეზენტაციის უნარის  გაღრმავება  , რუსული  ლექსიკური   მარაგის  გამდიდრება
პროექტის ხელმძღვანელი
რუსული ენის მასწავლებელი დარეჯან ჭანტურიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
darinachanturidze@gmail.com
პროექტის  ვებ. გვერდი/ ბლოგი
http://darinachanturidze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment