Sunday, July 10, 2016

სქემაში ატვირთული რესურსის რეფლექია




                  1.    რესურსის    ინსტრუქცია

პოსტერზე   მოცემულია ხელით  დახატული   წლის დროები ( რამდენიმე   ნახატი  ერთი   და  იგივე   სეზონს  წარმოადგენს, რათა   მოსწავლემ  ეძებოს  ინფორმაციის  შესაბამისობა) თავისი  დამახასიათებელი თვისებებითა და  აღწერილობით. (ფოტოაპარატი აღმოჩნდა  უხარისხო)

მოსწავლეებმა  ცალკე მოცემული წინადადებებიდან  უნდა    აარჩიონ    ერთი
,

(ისინი ვერ ხედავენ რას ირჩევენ  და  დაფარულ წინადადებებს  მოახევენ  ერთ  ფურცელს )
უნდა   წაიკითხონ  ხმამაღლა,   გაიაზრონ  და   ამოიცნონ, რომელი   სეზონია აღწერილი და   მოათავსონ  შესაბამისი   ნახატის   ქვეშ  პატარა   კონვერტში.
წინადადებები  შედგენილია  მათთვის   ნაცნობი  ლექსიკითა   და   მარტივი გრამატიკული  კონსტრუქციებით  .

2. რეფლექსია
ეროვნული    სასწავლო   გეგმის მიხედვით    თემა  “ წლის დროები “ მნიშვნელოვანი    საკითხია   რუსულ ენაში, ვინაიდან იგი   მრავალმხრივ   ავითარებს  მოსწავლის უნარ-ჩვევებს.    აღნიშნული რესურსი  პირველი  დონის    V  კლასის   მოსწავლეებისათვის  არის დამზადებული. ყველაზე მეტად  ამ ეტაპზე  მოსწავლეებს   უჭირთ   ხმამაღლა  კითხვა  და  წაკითხული  ინფორმაციის  გაგება-დახარისხება.    თემა  მოიცავს    ლექსიკას,  გრამატიკას, მეტყველებას,  წერას, კითხვას, მოსმენას.  მოსწავლე ამ უნარ-ჩვევებს  გამოიყენებს   პრაქტიკულ    ცხოვრებაში.
რესურსის მიზანი:
.მოსწავლემ  ხალისით შეასრულოს  დავალება

.გამოავლინოს დაკვირვებისა  და  წაკითხულის  გააზრების   უნარი
.
დაახარისხოს  ინფორმაცია და შეუსაბამოს   მოცემულ   სურათებს
ზემოჩამოთვლილი მიმართულებები  ჯაჭვის  რგოლივით გასდევს  ყველა დონის  სახელმძღვანელოს, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა  რესურსი  სათაურით  “წლის  ოთხი  დრო”,  რომელიც      მიიყვანს მოსწავლეებს       დასახულ   მიზანთან.  ეს რესურსი  კი   მათთვის არის სახალისო ,  მიმზიდველი და  მათი  ასაკის  შესაბამისი,      რესურსის ვიზუალურ  მხარეს   ხომ  დიდი როლი  აკისრია   ნებისმიერი საგნის სწავლებისას.  რესურსის   გამოყენება   შესაძლებელია როგორც   წყვილებში  ისე  ჯგუფური   და  ინდივიდუალური  მუშაობისას.  ამავე  დროს მოსწავლემ უნდა იცოდეს   ხმამაღალი  კითხვა  და   თემასთან   დაკავშირებული  ლექსიკა.
რესურსის გამოყენება  შესაძლებელია მეექვსე კლასშიც, ვინაიდან   მეორე   დონეზე     გრძელდება  თემა   “ როგორი ამინდია  დღეს?” - სადაც მოსწავლე  გამოიყენებს   წინარე    ცოდნას   ( ლექსიკას,  კითხვის  ტექნიკას,   მარტივ   გრამატიკულ  ერთეულებს).     მცირე  მოდიფიკაციის   შემთხვევაში   ამ   რესურსის   გამოყენება   შეუძლია  სხვა   უცხოურ ენებს,  ქართულს,   ბუნებას .
მოცემული  რესურსი  დამეხმარება , განვავითარო მოსწავლეებში    კითხვის  სტრატეგიების (ძიებითი,   გაცნობითი) გამოყენებისა   და   ინფორმაციის  დახარისხების უნარი.

       

No comments:

Post a Comment