Monday, July 11, 2016

რუსული ანბანი-პროექტი

თერჯოლის რაიონი
ღვანკითის საჯარო სკოლა
რუსულის მასწავლებლის მასწავლებლის
                                დარეჯან ჭანტურიძის
საგანმანათლებლო პროექტი
პროექტი  - ,, რუსული ანბანი“

პროექტი
                         რუსული ანბანი
პროექტის აქტუალობა
გამომდინარე იქედან, რომ მოსწავლეებში დავინახე პრობლემა -  უჭირდათ  ასო- ბგერების დამახსოვრება, წარმოთქმა და  ნაბეჭდი  ასოების გარჩევა ხელნაწერისაგან , მიზნად დავისახე   პროექტის   განხორციელება  
პროექტის მიზანი
  • მოსწავლეები შეძლებენ  რუსული ასო-ბგერების   წაკითხვას , ხელნაწერი და ნაბეჭდი ასოების  ამოცნობას
  • მოსწავლეებს განუვითარდებათ   ზეპირი მეტყველების დროს ანუ სიტყვების  წარმოთქმისას   რუსული მახვილის  თავისებურებების   გარჩევის    და   იოტირებული ხმოვნების  წარმოთქმის უნარი
  • ყრუ და მჟღერი თანხმოვნების წარმოთქმის უნარი
  • მაგარი და რბილი თანხმოვნების წარმოთქმის
    უნარი
საგნობრივი სტანდარტი
  • რუსული
  • მოსწავლეს შეუძლია ყურადღება  მიაქციოს   მახვილს

  • მოსწავლეს  შეუძლია ყრუ და მჟღერი თანხმოვნების გარჩევა

  • მოსწავლეს  შეუძლია მაგარი და რბილი თანხმოვნების  წარმოთქმა

  • მოსწავლეს შეუძლია იოტირებული ხმოვნების წარმოთქმა



       
  • ისტ
მოსწავლე იყენებს კომპიუტერს და შეუძლია ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება

  • ხელოვნება
მოსწავლე  მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად
.                                                                       
პროექტის ამოცანები და 21-ე საუკუნის უნარები
  • საღი  აზროვნება და აღქმა-გაგების უნარი
  • დაკვირვება   და დამახსოვრების უნარი
  • შედარებისა და სელექციის უნარი

  • ინფორმაციის   კლასიფიკაცია,პრობლემის გადაჭრის

გზის   მოძიება
  • დამოუკიდებლად მუშაობის   უნარ-ჩვევების განვითარება
  • ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების  განვითარება
პროექტის განხორციელების წინაპირობები
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები :
  • ზოგადი :
როგორ ფიქრობთ , რთულია თუ არა რუსული ანბანის შესწავლა?
  • თემატური :
იცით თუ არა   როგორ ავითვისოთ   ანბანი რუსულად?
  • შინაარსობრივი :
რა   პრობლემა შეიქმნება   ,თუ ხელნაწერი და ნაბეჭდი ასოები ერთმანეთში  აგვერევა?
განსახორციელებელი აქტივობები
გავითვალისწინე :
  • აქტივობები, რომლებიც   განუვითარებს  მოსწავლეებს   დამოუკიდებლად მუშაობის უნარს.
21-ე საუკუნის   უნარ- ჩვევების შეფასება
  • როგორ უნდა განვსაზღვრო, იყენებენ თუ არა მოსწავლეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ სიტუაციებში.
ასაკი , კლასი
10 წელი,  V კლასი
პროექტის მონიტორინგი და შეფასების სტრატეგიები
  • პროექტზე მუშაობის პერიოდში ვაწარმოებდი დღიურს,  რომელი მოსწავლე  რა სახის ინფორმაციას  მოიძევდა
  • ვეხმარებოდი მოსწავლეებს, სად უნდა მოეძიათ საჭირო მასალები
  • მოსწავლეები ახდენდნენ თავისი ნამუშევრის მონიტორინგს ,   ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ინფორმაციას.
  • ვაწარმოებდი რეგულარულ ჯგუფურ და ინდივიდუალურ საუბრებს პროექტის მანძილზე.
პროექტის განხორციელების რისკები ხარვეზები და თავიდან აცილების გზები
გამომდინარე იქიდან, რომ რუსული ენა მათთვის მეორე უცხო ენა იყო, ვიცოდი რა პრობლემის წინაშე  დავდგებოდი. მოსწავლეებს  აერეოდათ რუსულ-ინგლისური ანბანი, გაუჭირდებოდათ გარჩევა და წარმოთქმა, შესაბამისად  შეიქმნებოდა კითხვის პრობლემაც,ამიტომ წინასწარ განვახორციელე  გარკვეული აქტივობები , რათა წარმოდგენა შექმნოდათ  როგორც რუსულ ენაზე, ისე  ამ ქვეყნის შესახებ.ფოტომასალა
 



















პროექტის განხორციელების საჭირო დრო

ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის მიზნიდან გამომდნარე , ყველა დასახული აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს რუსული ანბანის   ადვილად ათვისებაში,  ეს პროცესი მათთვის   იქნება   სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია, შედეგის მომტანი
პროექტის ანალიზი (რეფლექსია)
პროექტის მიმდინარეობის დროს ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა :
შევადგინე გეგმა , განვსაზღვრე საჭირო დრო, პროექტის  მოსალოდნელი მიზნები და შედეგები .დავსახე
საჭირო აქტივობები. , ჩავატარე საუბარი , გავაცანი მოსწავლეებს  პროექტის მიზანი,   პრეზენტაციის საშუალებით გავაცანი რუსეთის მნიშვნელოვანი  ფაქტები და ღირშესანიშნაობები, დროშა, ემბლემა,   მიიღეს   დავალებები ინდივიდუალურად. მათ მოიძიეს თითოეულ ასო-ბგერაზე  შესაბამისი ლექსი,   გამოჭრეს ასოები, შექმნეს ანბანის ხე  და  ბოლოს  მოძეული ლექსები გამოიყენეს პრაქტიკულ სიტუაციაში- გაითამაშეს სპექტაკლი(ისინი ასრულებდნენ  ასო- ბგერების როლს) და  მოწვეულ  სტუმრებს(დირექცია, მასწ. მოსწ.)  გააცნეს რუსული ანბანი , იმღერეს რუსულად საანბანო სიმღერა.  პერიოდულად ვახდენდი მოსწავლეების ინფორმირებას, თუ როგორ უნდა ემუშავათ , ვაწარმოებდი პროექტის მონიტორინგს. მათ ძალიან კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებებს    და ხალისით ერთვებოდნენ თითოეულ აქტივობაში.

მისწავლეების მუშაობა შევაფასე როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი შეფასებით.

No comments:

Post a Comment