Sunday, July 10, 2016

  უცხო ენების კათედრაზე წარდგენილი თემა    
 მიმართულება მოსმენა და მისი პრობლემები


C:\Users\Vano\Desktop\fight the area\suratebi\images (42).jpg

როგორც ყველა საჯარო სკოლაში, როგორც იცით, ჩვენს სკოლაშიც ფუნქციონირებს ყველა საგნობრივი ჯგუფის კათედრა,მათ შორის უცხო ენების კათედრაც. მასში გაერთიანებულია სამი უცხო ენა-ინგლისური, რუსული და გერმანული ენები.
ვინაიდან თითოეული კათედრის ფუნქციაა  პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება,წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა  და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, მე , როგორც  რუსული ენის მასწავლებელმა, გადავწყვიტე  გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და მოგაწოდოთ  პრობლემის   მოგვარების შესაძლო  ვარიანტები
.
უცხო ენაში არსებობს რამდენიმე მიმართულება-  მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, კულტურათა შორის  დიალოგი, სწავლის სწავლა და პრაქტიკული გამოყენება.
Image result for слушание на уроке иностранного языка


მოსმენა   მნიშვნელოვანი ეტაპია   უცხო ენის შესწავლის პროცესში.
C:\Users\vano\Desktop\დარეჯან ჭანტურიძე-კათედრაზე წარდგენილი თემის დამადასტურებელი  ფოტომასალა\20150508_151107.jpg


თავისთავად,ყველა მიმართულება  საინტერესო  და შედეგიანია, მაგრამ თითოეულ მათგანს ახლავს გარკვეული სახის  სირთულეები.
ამიტომ, გადავწყვიტე დღეს წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად   პრაქტიკულ სიტუაციაში  ხშირად გამოყენებადი“ მიმართულება მოსმენა“.
E:\დარეჯან ჭანტურიძე-კათედრაზე წარდგენილი თემის დამადასტურებელი  ფოტომასალა\20150508_150220.jpg
უხო  ენების სწავლების მიზანი ხომ სწორედ ისაა, რომ მოსწავლეებს განუვითაროს      პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენების  და  კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
დიახ,დღეს წარმოგიდგენთ მიმართულება მოსმენას თავისი დადებითი და უარყოფითი  მხარეებით,ასევე პრობლემებით,რომლებიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში.
ამ ეტაპზე მოსმენას,  როგორც  უცხო ენის ათვისების  მთავარ არსს, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება.სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების,სიტყვების,მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას  განსაკუთრებული  ყურადღება ეთმობა,რადგან  უცხო ენებისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება.
აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი  გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც     წარმატებული   ინტერაქციის   საფუძველს წარმოადგენს.
ფონემატური სმენის განვითარება შინაარსიან    კონტექსტში ხდება.ტექსტებს  უხვად უნდა  ახლდეს თვალსაჩინო მასალა-(სურათები, ნახატები, საგნები)   და ბგერითი ინდიკატორები(ხმაური, მკაფიოდ გამოხატული ინტონაციები და სხვა), რომლის  მეშვეობითაც მოსწავლეს უადვილდება  მოსმენილი ინფორმაციის გაგება.





teacher-ის სურათის შედეგიImage result for слушание на уроке иностранного языкаC:\Users\Vano\Documents\download.jpg



დაწყებით ეტაპზე  მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ ტექსტის ამომწურავად გაგება.საკმარისია    საკომუნიკაციო სიტუაციის ,ცალკეული გამოთქმების გაგება.
მიმართულება მოსმენის  დანიშნულებაა:
1)სამიზნე ენაზე მოსაუბრეთა საუბრის გაგება
2)საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებებისა და ინსტრუქციების გაგება
3)ფილმების  ენის გაგება, თუკი არ გამოიყენება სპეციფიკური სლენგი
4)გარკვეულ ,სტანდარტულ ენაზე ჩაწერილი  საინფორმაციო აუდიოცანაწერების ,ტელე-რადიოგადაცემების გაგება-ინტერვიუ,რეპორტაჟი, სპორტული ანგარიში,ამინდის პროგნოზი, ახალი ამბები
5)შინაარსობრივად რთულ მოხსენებებში ძირითადი დედააზრის გაგება
6)პროფესიულ ინტერესებთან დაკავშირებული მოხსენებების გაგება
7)მოსსმენა მოსმენის მიზნით
როგორც ტქვენთვის ცნობილია ,აუდირება ხდება სამი ეტაპის გავლით:
-ტექსტის მოსმენამდე
-ტექსტის მოსმენის დროს
- ტექსტის მოსმენის შემდეგ
1) ტექსტის მოსმენამდე ხდება კითხვებსა და მტკიცებულებებზე  მსჯელობა;
ვარაუდის გამოთქმა თემაზე,საკვანძო სიტყვებზე ან ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
თემის მოკლე მიმოხილვა,ტექსტის პრობლემატიკაში მოსწავლის შეყვანა;
2)ტექსტის მოსმენის დროს ხდება:
-გამოტოვებული  სიტყვების ჩასმა;
-წინადადებების შესაბამისობათა პოვნა;
-წინადადებების დასრულება;
-რაიმე კონკრეტული საკითხის გამოყოფა
3)ტექსტის  მოსმენის შემდეგ:
-მოსმენილი ტექსტის კონტროლი;
-მტკიცებულებების დადასტურება ან უარყოფა;
-ტექსტის და ილუსტრაციის შესაბამისობის მოძებნა;
-გეგმის საკითხების გაგება;
-რუკაზე მარშრუტის გეგმის მონიშვნა;
-პასუხებიდან სწორი ვარიანტის არჩევა;
-ინფორმაციის აღდგენა;
-მართალია|მცდარია,რამდენიმე სათაურიდან ერთის არჩევა,ტექსტის აზრობრივ ნაწილებად დაშლა;
-მოსმენილი ტექსტის მიხედვით სქემის ან ნახატის შექმნა
მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს  მსმენელი აუდიტორიის ასაკი,ინტერესები,დონე, უნარი, შესაძლებლობა.
მოსწავლეს კი შეუძლია მიმართოს  სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი  ამოცანების  ეფექტურად  გადაჭრის  ხელშეწყობად  და    მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
ასევე მოსწავლე მსჯელობს,რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ  სიტუაციაში შეიძლება  გამოადგეს  გამოყენებული| განხილული სტრატეგიები.



C:\Users\vano\Desktop\დარეჯან ჭანტურიძე-კათედრაზე წარდგენილი თემის დამადასტურებელი  ფოტომასალა\20150508_152107.jpg



1)აუდირება უნდა იყოს გაკვეთილის   აუცილებელი ელემენტი. თავდაპირველად ეს იქნება ბგერის, ფრაზის, სიტყვის ამოცნობა,შემდეგ ტექსტის მიზნობრივი მოსმენა,შეცდომის აღმოჩენის მიზნით  მოსმენა.
2)სასურველია საშინაო დავალებაც  მოიცავდეს აუდირებას,თუმცა ჩვენი რეალობის პირობებში ეს რთულია. ბევრ  სახელმძღვანელოს არ მოყვება მოსასმენი საშუალებები, ამიტომ მასწავლებელს თავად უწევს მოიძიოს მოსასმენი რესურსები ან მხოლოდ თავად იყოს ცოცხალი რესურსი. მხოლოდ მასწავლებლის  ხმის მოსმენა მოსწავლეს ცოტა ს მისცემს ,ვინაიდან  მან უნდა მოისმინოს როგორც მამაკაცის,ისე ქალის და ბავშვის  ხმაც  მისთვის საჭირო უცხო ენაზე.
3) რეკომენდებულია  გაკვეთილზე ავთანტური აუდიოტექსტების გამოყენება.
4)აუდიოტექსტამდე აუცილებელია მოსმენის მიზნის განსაზღვრა:საჭირო ინფორმაციის  ამოცნობა,მოსმენილი ინფორმაციისადმი საკუთარი  აზრის გამოხატვა, ინფორმაციის შედარება.


5)ინფორმაციის მოსმენამდე მასწავლებელმა უნდა ასწავლოს მოსწავლეებს სირთულის შემთხვევაში  ძირითადი   აზრის გამოტანა და არა ყველა სიტყვის მნიშვნელობის  გაგება.
6)აუცილებელია საგამოცდო და საკონტროლო ტესტებში აუდირების საკითხების შეტანა.
მე პირადად   გამომიყენებია  აუდირება  შემაჯამებელ სამუშაოებზე ,მოსწავლეებმა
შესანიშნავად  გაართვეს თავი  ამ  პუნქტს ,თუმცა მე თავად ვიყავი  მოსასმენი ცოცხალი რესურსი.
მოსმენა, ისევე როგორც  მეტყველება,უვხო ენაში მთავარი მიმართულებაა,ვინაიდან ყოველდღიურ       სიტუაციებში  აზრის და ინფორმაციის გაცვლა ამ ორი  კრიტერიუმის  საშუალებით ხდება(ეს მიმართულებები  ქართულ ენაშიც  მთავარია).
C:\Users\vano\Desktop\დარეჯან ჭანტურიძე-კათედრაზე წარდგენილი თემის დამადასტურებელი  ფოტომასალა\20150508_150434.jpg


მოსმენის დროს მსმენელი მთლიანად დამოკიდებულია ინფორმაციის წყაროზე. თუ მას საშუალება აქვს , მოსაუბრეს დააკვირდეს  ჟესტიკულაციაზე,, მიმიკაზე ,პირის    აპარატზე,მისთვის უფრო ადვილია    მოსმენილის   გაგება.ამიტომ                       მასწავლებლის ცოცხალი მეტყველება უადვილებს     მოსწავლეებს  მოსმენილი ინფორმაციის აღქმა-გაგებას, ვიდრე  ვიდეო ან აუდიო   ჩანაწერი.
აუდირების წარმატება დამოკიდებულია როგორც  მსმენელის ინტერესზე,   აღქმაზე, ყურადღებაზდე, ასევე   მოსმენილის ა
ღქმის პირობებზე(ტემპი, რაოდენობა, მოცულობა,ხანგრძლივობა.)
ჩვენს პირობებში  ინგლისურ ენასა და გერმანულ ენაში ხშირად არის საშუალება , მოისმინოს მოსწავლემ  რაიმე სახის  ინფორმაცია ,რადგანაც სახელმძღვანელოებს
მოყვება დისკი, მაგრამ რუსულ ენაში ამის საშუალება არ არის. რუსულის მასწავლებელი   ძირითადად  იყენებს   ცოცხალ   რასურსს ანუ  კითხულობს თვითონ.  მაგალითად  , მე  ხშირად  ვიწერ ინტერნეტის საშუალებით   სასურველ ინფორმაციას   და   ვასმენინებ    კომპიუტერის  მეშვეობით.
მიმართულება-მოსმენა რამდენჯერმე   გამოვიყენე    შემაჯამებელ    სამუშაოებზე   და მოსწავლეებმა   ძალიან   კარგად   გაართვეს   თავი.
ჩემი აზრით , უმჯობესია, თითოეული  მოსწავლე  იჯდეს   ინდივიდუალურად  კომპიუტერთან,   ეკეთოს ყურსასმენი   და მუშაობდეს  ტექსტზე.
ეს მიმართულება  სახელმწიფოსათვის ძალიან  მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ  დაამატეს   ის   ეროვნულ   გამოცდებზე და მოსწავლეებისათვის   საჭიროა  ამ  მიმართულების   განვითარება.   ძალიან კარგი იქნება, თუ რუსულის სახელმძღვანელოსაც თან ეხლება   დისკი,  რაც უფრო დაგვეხმარება  შედეგის მიღწევაში.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე    ამ    კონკრეტული თემის დამუშავება, რადგან მიმართულება მოსმენა   არ არის მარტივი თემა, იგი ჭირდება მოსწავლეს   ყოველდღიურ ცხოვრებაში, პრაქტიკულ სიტუაციაში. როდესაც მოსწავლე უყურებს კინოფილმს, უსმენს მუსიკას, მოიძიებს ინფორმაციას მოსმენის საშუალებით, უკეთ შეიგრძნობს   მუსიკასაც  და   მოსმენილი  ინფორმაციის  შინაარსსაც.
თემა წარვადგინე უცხო ენების კათედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ   ინგლისურის   და გერმანულის   პედაგოგები. მათ  გაიზიარეს ჩემი  აზრი, შევთანხმდით,  რომ  ჩვენ თვითონ  მოვიძევთ რესურსებს ,გამოვიყენებთ   საკუთარ   შესაძლებლობებს,   რათა განვითარდეს ჩვენს  მოსწავლეებში მოსმენის სტრატეგიები და  უნარ-ჩვევები.

თემას თან ერთვის  სლაიდ-შოუ,  რომლის   საშუალებითაც   შევეცადე    დამენახვებინა  პედაგოგებისათვის   მოსმენის   საჭიროება .

No comments:

Post a Comment