პროექტი საერთო ჯამში იყო ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი და სიახლეებით სავსე. ძალიან ბევრი ვისწავლე ისეთი ,რაც არ ვიცოდი სრულყოფილად მაგ.: პროექტის შეფასების რუბრიკების შედგენა, ინტერნეტ-კავშირების გამოყენება, ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე, პრეზენტაციის გამოქვეყნება, page-ბის შექმნა ბლოგზე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადება და შეფასება, საავტორო უფლებების დაცვა . პროექტზე ვმუშაობდით დამოუკიდებელი უნარის გამოყენებით, ასევე გვეხმარებოდა ტრენერი , მაგრამ არ გვიწევდა დათვურ სამსახურს. ამისათვის მას დიდ მადლობას ვუხდით. ვეცდები, აქ ნასწავლი ტექნიკური უნარ-ჩვევები წარმატებით გამოვიყენო სასწავლო პროცესში და გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს გამოცდილება.
No comments:
Post a Comment