Saturday, July 20, 2019

პრაქტიკული კვლევის რეფლექსია


კვლევის შედეგების  რეფლექსია
         სსიპ გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლაში  განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე ,,რუსულ ენაზე მეტყველების  სირთულე საშუალო საფეხურის  მოსწავლეებში“.
       კვლევის შედეგების გაზიარების  მიზნით შეხვედრა გავმართე კვლევის სამიზნე ჯგუფთან :
 XI –Xll  კლასების მოსწავლეებთან   და    სკოლის   უცხო ენების  მასწავლებლებთან(ინგლისური და გერმანული ენები).
   წარვადგინე   პრეზენტაცია, სადაც დეტალურად განვიხილე  ჩემ მიერ  განხორციელებული  კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები. შედეგები  წარვადგინე  ცხრილებისა და დიაგრამების სახით, გავაცანი ღია კითხვებზე პასუხები.
   ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი. მათ აღნიშნეს, რომ კვლევა დაეხმარათ სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში, რადგან კვლევის პერიოდში მასწავლებლებმა     შეასრულეს  სხვადასხვა  ტიპის  დავალებები,გამოავლინეს  ინდივიდუალური  ლექსკურ- გრამატიკული  კონსტრუქციებისა   და    ნაწილობრივ ზეპირმეტყველების     უნარ-ჩვევების    ცოდნა , ამასთან მათთვის კვლევა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველად ღებულობდნენ  მონაწილეობას კვლევაში და მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ მომავალში უფრო  თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები მსგავს კვლევებში.
     მასწავლებლების მიერ მოცემული უკუკავშირიდან ჩანდა, თუ როგორ აისახა კვლევის შედეგები მათ პრაქტიკაში. ისინი ერთხმად აღნიშნავენ ,რომ თემა აქტუალურია, რადგან მსგავსი პრობლემა არის არამარტო  რუსულ  ენაში , არამედ თითქმის ყველა     უცხო ენის სწავლა/სწავლების პროცესში .
    ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემ  მიერ განხოციელებული კვლევის შედეგები  კოლეგებსაც გამოადგათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში,  დააფიქრათ  არსებულ პრობლემაზე   და    თვითგანვითარებაზე.  კვლევის დროს მიღებული გამოცდილება და მისი განხორციელება პრაქტიკაში დამეხმარა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში, მოსწავლეები დავარწმუნე   რუსული ენის  საჭიროებაში  და   საკუთარ  შესაძლებლობებში, გავუზიარე    მათ   ჩემი  მოსწავლეობის   გამოცდილება  რუსული ენის  შესწავლის   პროცესში.
მათ მიერ დასახელებული   ყველა პრობლემა არის სწორად დანახული, რაც  იმედს მაძლევს ,რომ ისინი     მომავალში   ამგვარი  პასუხისმგებლობითვე  შეეცდებიან  ნებისმიერი სახის   სასწავლო  პრობლემის  გადაჭრას.
   უკეთესი იყო,კვლევაში ჩამერთო   მოსწავლეთა  მშობლები  და   მე-10 კლასის  მოსწავლეებიც,რომლებიც გერმანულ ენას სწავლობენ. 
         მე ვფიქრობ  კვლევაზე მუშაობა იყო საინტერესო  და  დამაფიქრებელი   ჩემთვისაც და კოლეგებისთვისაც, რაც მომავალში დაგვეხმარება გავზარდო სწავლების  ეფექტურობა  და    რუსულ ენაზე    სამეტყველო   უნარ-ჩვევების  ფლობა     მოსწავლეებში კიდევ უფრო   გავაუმჯობესო .



                                                                        
  სსიპ    გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის   მუნიციპალიტეტის  სოფ.  ღვანკითის საჯარო  სკოლა
რუსული ენის  მასწავლებელი დარეჯან ჭანტურიძე
2018-19 სასწავლო წელი

No comments:

Post a Comment