პრაქტიკული კვლევა
რუსულ ენაზე მეტყველების სირთულე
საშუალო საფეხურის მოსწავლეებში
სსიპ გურამ
ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი : დარეჯან ჭანტურიძე
2018-19 სასწავლო წელი
ს ა რ ჩ ე ვ
ი
1. შესავალი----------2
2.პობლემა და საკვლევი საკითხი-----------3
3.პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები------5
4.კვლევის მიზანი-------5
5.კვლევის ამოცანები--------6
6.პრაქტიკული კვლევის არსი------6
7.კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა.---7
8.ლიტერატურის მიმოხილვა--7
9.კვლევის მეთოდები------12
10.კვლევის ვადები------13
11.კვლევის შედეგები_მონაცემთა ანალიზი---13
12.კვლევის მიგნებები-----16
13.შესაძლო ინტერვენციები---17
14. განხორციელებული ცვლილებები---17
15 .რეკომენდაციები-------19
16.ინტერვენციის
შეფასება-----------19
17.დასკვნა-------------21
18. გამოყენებული ლიტერატურა---22
19. დანართები---------------22-23
1
შესავალი
საქართველო
ოდითგანვე მრავალეროვანი ქვეყანა
იყო, ეროვნებით სომეხი, აზერბაიჯანელი,
რუსი, უკრაინელი და სხვა ერების
წარმომადგენლები ყოველთვის მეგობრულად
ცხოვრობდნენ ქართველების გვერდით და ამავე დროს მათი საკომუნიკაციო ენა იყო
რუსული, რომლის გარეშე წარმოუდგენელი იყო ასეთ გარემოში ინტეგრირება . მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს
დაშლის შემდეგ რუსულმა ენამ ერთგვარად დათმო თავისი მოწინავე პოზიციები, იგი
პოსტ-საბჭოთა სივრცის არაერთ ქვეყანაში ისევ რჩება მეცნიერების, ხელოვნების და ტექნიკის, საერთოდ, პროგრესის ენად.
როგორც მოგეხსენებათ , 2007 წლიდან რუსული ენა აღიარეს
მეორე უცხო ენად
( Русский язык, как иностранный- РКИ ), მანამდე კი ის
ისწავლებოდა, როგორც მეორე მშობლიური
ენა. რუსული ენა ერთ-ერთი რთული ენაა
თავისი ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციებით, რომლის აღქმა და გათავისება ბევრს
უჭირს, ვისთვისაც ის უცხო ენაა ან რომელიმე ასო-ბგერა წარმოსათქმელად რთულია .
ჩვენი მშობლიური ანბანი კი ხელს უწყობს
ჩვენს მოსწავლეებს სრულყოფილად გაიგონ რუსული ენის სირთულე, ვინაიდან
ქართული ენის გასაოცარი ანბანის
წყალობით არც ერთი არ წარმოადგენს ბარიერს
რუსული სიტყვის წარმოთქმისათვის.
როგორც ზემოთ
აღვნიშნე, უკვე რამდენიმე წელია, რუსულ
ენას სკოლებში მეორე ადგილი უჭირავს,
მან ასარჩევ უცხო ენებს შორის გადაინაცვლა,
მაგრამ მოსწავლეები ყოველთვის
ირჩევენ რუსულ ენას სავალდებულო უცხო (ინგლისური) ენის შემდეგ, ელოდებიან პირველ
რუსულ სიტყვებს, ფრაზებს, აქვთ დიდი მოლოდინი,
რუსულ ენაზე მეტყველების სურვილი .
ჩემი აზრით ,
უფრო გამარტივდა რუსული ენის სწავლა/ სწავლება , ვიდრე
ოდესმე. თუმცა წავაწყდი სხვა
სირთულეებს. მოსწავლე როგორც კი გადადის მაღალ კლასში, მაშინვე კარგავს ინტერესს
რუსული ენის მიმართ, მთელი ძალისხმევა
გადააქვს სხვა უცხოურ ენაზე .
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემ წინაშე
გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა:
რუსულ ენაზე ზეპირი
კომუნიკაციის სწავლა/სწავლების რთული
პროცესი.
პირადმა გამოცდილებამ განაპირობა ის, რომ საკვლევ თემად ავარჩიე
სამეტყველო უნარ-ჩვევის განვითარება სწავლების საშუალო საფეხურზე.
როგორც ჩემი გამოცდილება მიჩვენებს, დაწყებით კლასებში გაცილებით ადვილად, სწრაფად,
შედეგიანად მიმდინარეობს გაკვეთილები
რუსულ ენაში. მოსწავლეები არიან ხალისიანი ,მოტივირებული, მონდომებული.
2
მინდა აღვნიშნო ,რომ საშუალო საფეხურზეც
ასევე კეთილგანწყობილად შევდივარ გაკვეთილზე,ვცდილობ გამოვიყენო სწავლების თანამედროვე
მინდა აღვნიშნო ,რომ საშუალო საფეხურზეც ასევე კეთილგანწყობილად შევდივარ გაკვეთილზე, ვცდილობ გამოვიყენო სწავლების თანამედროვე
მეთოდები,ზეპირმეტყველების განმავიტარებელი აქტივობები,
ტექნოლოგიური საშუალებები, მაგრამ
ვერ ვაღწევ ისეთ შედეგს, როგორც დაწყებით საფეხურზე.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკული კვლევის
ანგარიშს. მასში განხილულია საშუალო საფეხურის კლასებში, რუსულ ენაზე მეტყველების პრობლემები,
ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
პრობლემა და
საკვლევი საკითხი:
კვლევის
საფუძველი გახდა მოსწავლეებში რუსულ ენაზე მეტყველების პრობლემა
და ზეპირმეტყევებისათვის საჭირო
უნარების ნაკლებობა, რაც თავისთავად აისახებოდა
მათ აკადემიურ მოსწრებაზე. სწავლების პროცესში ვამჩნევდი, რომ ზოგჯერ
სასწავლო პროცესი მოსწავლეთათვის არასასურველი და იძულებითი
ხდებოდა. მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირდა არათუ თავისუფლად მეტყველება და საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევების გამოყენება რუსულ
ენაზე, არამედ მარტივ დიალოგებში ჩართვაც კი.
ვიცი ,რომ გაკვეთილის პროცესი უნდა იყოს
აქტიური, კომუნკაციაზე დამყარებული, გამოყენებული
უნდა იქნეს აუდიო/ვიზუალური მასალა, რაც აუმჯობესებს სმენით უნარ-ჩვევებს, ვინადიან შესაძლოა ვიცოდეთ ყველა გრამატიკული წესი, მაგრამ არ გვქონდეს მდიდარი ლექსიკური მარაგი ან თუნდაც ვერ ვიმეტყველოთ თავისუფლად.
ამიტომაც გადაუდებელ საჭიროებად ჩავთვალე, გამომევლინა არსებული პრობლემის მიზეზები და მეპოვა მათი გადაჭრის გზები.დარწმუნებული ვიყავი, ზეპირმეტყველების სხვადასხვა სახის სტრატეგიების და აქტივობების გამოყენება დამეხმარებოდა საშუალო საფეხურის მოსწავლეებში მეტყველების სირთულეების დაძლევაში.
ამიტომაც გადაუდებელ საჭიროებად ჩავთვალე, გამომევლინა არსებული პრობლემის მიზეზები და მეპოვა მათი გადაჭრის გზები.დარწმუნებული ვიყავი, ზეპირმეტყველების სხვადასხვა სახის სტრატეგიების და აქტივობების გამოყენება დამეხმარებოდა საშუალო საფეხურის მოსწავლეებში მეტყველების სირთულეების დაძლევაში.
პრობლემის
გადაჭრის სწორი გზების გამონახვა ხელს
შემიწყობდა მოსწავლეებთან მუშაობაში, ჩემი გამოცდილება კი კოლეგებს დაეხმარებოდა,
საკუთარ საგნებშიც მარტივად გადაეწყვიტათ
ანალოგიური პრობლემა . სწორედ
ამ საკითხების მოსაგვარებლად გადავწყვიტე განმეხორციელებინა კვლევა Xl-Xll კლასის მოსწავლეებში,ინგლისური ენისა და
გერმანული ენის მასწავლებლებში.
3
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
კვლევის დაწყებამდე სულ მაინტერესებდა თუ რატომ უჭირდათ მოსწავლეებს
რუსულ ენაზე მეტყველება, ამიტომ გადავწყვიტე გამომეკვლია რეალური მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს
მოსწონთ რუსულის გაკვეთილებზე განხორციელებული აქტივობები, მაინც ხშირად
მეუბნებიან, რომ რთულია რუსულ ენაზე საუბარი, ვერ წარმოთქვამენ უცხო სიტყვებს ,უჭირთ მახვილის დაცვა, ვერ იმახსოვრებენ
და ა.შ.
აღსანიშნავია,რომ
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან ამ პრობლემის ირგვლივ, მე ვუყვები მათ ჩემი სასკოლო
გამოცდილების შესახებ თუ როგორ ვისწავლე ერთ
პატარა პროვინციული სოფლის სკოლაში რუსული ენა, რა რესურსებს ვიყენებდი ამისათვის,
რომ სკოლის ,წიგნის,მუსიკის და ტელევიზიის
საშუალებით ვისწავლე რუსულ ენაზე ლაპარაკი.
ახლა კი გაცილებით ადვილი და თანამედროვე
მეთოდები არსებობს ენის შესწავლისათვის, თუმცა ესენი ის მოსწავლეები არიან,რომლებიც დაწყებით საფეხურზე ჩემი დიდი
დასაყრდენი იყო, ყველაფერს ხალისით სწავლობდნენ
და ბევრი რამე ახსოვთ. ეს ის თაობაა, რომელმაც მთელი რიგი მიზეზების გამო შეწყვიტა
რუსული ენის სწავლა და დაუგეგმავად
, დამოუკიდებელი სურვილის გარეშე დაიწყო სხვა,
უკვე სავალდებულო ენის (ინგლისური) შესწავლა, რამაც მოახდინა თითქმის ორი წლის წყვეტა და მხოლოდ მე-7
კლასიდან დაუბრუნდნენ რუსულს,როგორც მეორე
უცხო ენას.
ამასთან,
მას ეთმობა მხოლოდ ორი საათი სამივე საფეხურზე, რაც არ არის საკმარისი
ასეთი რთული სტრუქტურის მქონე ენის
მაღალ დონეზე ასათვისებლად. მე არ ვიმართლებ
თავს, უბრალოდ მინდა
ავხსნა სულ თავდაპირველი მიზეზი იმისა,
თუ რამ
გამოიწვია რუსული ენისადმი დამოკიდებულების შეცვლა. იგივე მოსწავლეები მეუბნებიან
ხოლმე ,რომ ყველაფერი ახსოვთ კარგად, რაც დაბალ კლასებში ჩემგან უსწავლიათ
,მაგრამ ახლა ვეღარ უღებენ ალღოს, ვინაიდან მიაჩნიათ,რომ რუსული ენა აღარ არის მათთის
საინტერესო და საერთაშორისო ასპარეზზე ვერ ხედავენ მის საჭიროებას.
ეს
ყველაფერი მხოლოდ ზოგადი მიზეზებია,რაც ჩემთვის პირად საუბრებშიც უთქვამთ მოსწავლეებს,
ამიტომ გადავწყვიტე განმეხორციელებინა კვლევა მეტყველების სირთულეების და მათი დაძლევის
მიმათულებით.
4
სწორედ წინამდებარე ნაშრომი არის იმ
პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელშიც განხილულია
ღვანკითის საჯარო
სკოლის საშუალო საფეხურზე -
Xl-Xll კლასებში ( მე-10 კლასი არ სწავლობს რუსულ ენას,მათი მეორე ენაა
გერმანული ენა) ,რუსულ ენაში მოსწავლეთა ზეპირ მეტყველებასთან დაკავშირებული
პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილ- განხორციელებული ცვლილებები.
კვლევის
დაწყების წინ ბევრი ვიფიქრე ,რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი, საკუთარ თავშიც ვეძებდი
პრობლემას, მაღალ კლასებშიც ვცდილობდი
მრავაფეროვანი აქტივობების განხორციელებას,ბოლოს კი აღმოვაჩინე მიზეზთა კრებული.
როდესაც ჩემი კვლევა წარვადგინე უცხო ენათა
კათედრაზე, კოლეგებმაც იგივე პრობლემები დაასახელეს. ინგლისური ენის ,გერმანული
ენის და რუსული ენის სამეტყველო უნარ-ჩვევებიც და მიზეზებიც თითქმის
ერთნაირია, იმის მიუხედავად ,რომ ინგლისურენოვანი გარემო უფრო ძლიერია და
დომინირებს. ჩვენ
ხშირად ვთანამშრომლობთ,
მე არ მყავს სკოლაში კოლეგა რუსული ენის
მიმართულებით,თუმცა საინტერესოდ და ხალისით ვეკონტაქტები ინგლისურისა და გერმანული
ენების პედაგოგებს. ჩვენ სწორედ ერთად დავსახეთ
გეგმა მეტყველების უნარ-ჩვევების
გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანი:
ამრიგად, ჩემი კვლევის მიზანია XI - Xll კლასებში რუსულ
ენაში ზეპირმეტყველების განმტკიცების ისეთი გზების, ხერხებისა და
სტრატეგიების ძიება, რომლებიც ეფექტურსა და
საინტერესოს გახდის თეორიული ცოდნის
საკომუნიკაციო მეტყველებაში გამოყენებას.
ვფიქრობ,ჩემ მიერ გამოკვლეული საკითხის
შედეგები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზეპირი მეტყველების უნარის განვითარებას, რაც
შესაბამისად გაზრდის მათ მოტივაციას; გააუმჯობესებს რუსული ენის სწავლა/სწავლების ხარისხს.
5
კვლევის ამოცანები
·
საშუალო საფეხურის კლასებში რუსული ენის შესწავლასთან დაკავშირებით
არსებული
პრობლემების
გამომწვევი
მიზეზების
შესწავლა
;
·
·
სასწავლო პროცესში
სწავლების
ეფექტური
საშუალებების
დანერგვა ;
· მეტყველების
უნარის
განვითარების
ხელშემწყობი
ფაქტორების
შესწავლა
;
მათი
საგაკვეთილო
პროცესში და პრაქტიკულ
სიტუაციაში გამოყენება.
·
მოსწავლეთა
და მასწავლებელთა გამოკითხვა;
·
გამოადგებათ თუ არა
ჩემს კოლეგებს აღნიშნული კვლევა
ანალოგიური პრობლემების აღმოფხვრაში;
·
მონაცემთა ანალიზი;
·
შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.
პრაქტიკული კვლევის არსი:
ეს კვლევა სწორედ იმიტომ განხორციელდა ,რომ საშუალო საფეხურის
მოსწავლეებს ნაკლებად შეუძლიათ დისკუსიაში მონაწილეობა და აზრის თავისუფლად გამოხატვა რუსულ ენაზე, ასევე უჭირთ მონოლოგური
მეტყველება. მათ გაააჩნიათ რუსულად
საუბრის სიმორცხვე ან შიში, აქვთ დაბალო მოტივაცია და არსებობს რიგი პრობლემებისა.
ხშირია შემთხვევა, როდესაც მეუბნებიან: “ აუ, მას, ნუ გველაპარაკები რუსულად, ვერ ვიგებთ“. მე კი
ვცდილობ დავარწმუნო, რომ სწორედ გაგებისათვის ველაპარაკები რუსულად. რაც უფრო
ხშირად ესმით რუსულ ენაზე საუბარი,მით მეტად უნდა დაიმახსოვრონ სხვადასხვა სახის
ლექსიკა და გრამატიკული კონსტრუქციები. განსაკუთრებით უჭირთ ბრუნვების
აღქმა,აკეთებენ ინგლისურთან შედარებას-„რა ადვილია ინგლისური, ბრუნვა არ ჭირდება, ხოლო უღლება მარტივია“- აი, ასე აღნიშნავენ
მოსწავლეები რუსულ ენის სირთულეს.
6
როგორც
ზემოთ აღვნიშნე, პრობლემა წამოვაყენე
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე. იგი ეხება საშუალო საფეხურზე რუსულ ენაზე
მეტყველების სირთულეს , რათა
გამოვავლინო პრობლემის გამომწვევი მიზეზები
და დავსახო ოპტიმალური გზები იმისათვის, თუ
როგორ დავეხმარო მოსწავლეებს სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებაში.
პრაქტიკულ კვლევაში ჩართული მასწავლებლებლები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს,იღებენ ერთობლივ
გადაწყვეტილებებს და შეძლებისდაგვარად აღწევენ შედეგებს. ესგ-ს მიხედვით მეორე უცხო ენა არჩევითია
და შესაბამისად, რუსულ ენას
ვასწავლი საშუალო საფეხურის Xl-Xll კლასების
მოსწავლეებს, X კლასი კი სწავლობს გერმანულ ენას. ამის საფუძველზე
კვლევა განვახორციელდა მხოლოდ მე-11-12
კლასების მოსწავლეებში, ასევე ინგლისურ/გერმანული
ენების მასწავლებლებში.
კვლევაში მონაწილეთა
რაოდენობა:
·
მე-
11 კლასის 9
მოსწავლე
·
მე-
12
კლასის 13 მოსწავლე
·
გერმანული ენის 1 მასწავლებელი
·
ინგლისური ენის 2 მასწავლებელი.
ლიტერატურის მიმოხილვა
ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით რუსული ენა ერთ-ერთი უცხო ენაა,რომელიც ისწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში,ისევე როგორც გერმაბული
ენა,ფრანგული ენა და სხვა.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მეორე უცხო ენის , კონკრეტულად რუსულის სწავლის სტრატეგიები მდგომარეობს
შემდეგში:
· ცოდნის მობილიზება - საჭირო ენობრივი რესურსების გახსენება და/ან მოძიება და ჩანიშვნა; საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მოძიება-ჩანიშვნა;
· გეგმის მომზადება ;
·
რეპეტიციის გავლა - წარმოთქმის, ინტონაციის, თავისუფლად მეტყველების უნარის გასავარჯიშებლად, ღელვის შესამცირებლად; ;
7
·
არავერბალური ელემენტების - სახის გამომეტყველების, ჟესტიკულაციის გაკონტროლება.
·
ზეპირი კომუნიკაციისას საკვანძო შეკითხვა: რომელი სტრატეგიები გამოვიყენო ზეპირი კომუნიკაციის ამოცანის წარმატებით გადასაჭრელად? გამოსვლა აუდიტორიის წინაშე;
·
საკუთარი გამოსვლის შეფასება - წარმატებული ასპექტებისა და ხარვეზების ამოცნობა;
უცხოური ენის ათვისების პროცესის სიმარტივე და სისწრაფე დიდწილადაა დამოკიდებული პირობებზე, რომლებშიც ენის შემსწავლელებს უხდებათ ამა თუ იმ უცხოური ენის შესწავლა. მაგალითად, როდესაც მცირეწლოვან ბავშვს ესმის, როგორ ლაპარაკობენ თამაშისას მისი თანატოლები გარკვეულ ენაზე, რომელსაც ეს ბავშვი შეისწავლის, საოცრად მოტივირებულია, ჩაერთოს თამაშში. შესაბამისად, ის ცდილობს ჟესტიკულაციით, მიმიკით, სხვადასხვა მოძრაობით (არავერბალურად) და, რიგ შემთხვევაში, იმ სიტყვების მარაგის გამოყენებით, რაც გააჩნია, ჩაერთოს თამაშში. ასეთი ქმედებები მოზარდებს, განსხვავებით მცირეწლოვანი ბავშვებისაგან, ძალიან უჭირთ, ზრდასრულები კი ცდილობენ, საერთოდ აარიდონ თავი მსგავს სიტუაციებში მოხვედრას.
წარმატებულ კომუნიკაციას მოსწავლე მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ის ამ სამეტყველო უნარ-ჩვევებთან და ენობრივ საშუალებებთან ერთად ენის შესწავლისას შეძლებს :
·
უცხო კულტურის აღქმას
• ამ კულტურის თავისებურებების სწორად შეფასებასა და განსხვავებული კულტურის სათანადოდ დაფასებას .
უცხოური ენის სრულყოფილად დაუფლება მრავალმხრივი პროცესია და დიდ
ძალისხმევას მოითხოვს როგორც ენის შემსწავლელის, ისე მასწავლებლისაგან.
როგორც ზემოთ აღვნიშნე,რუსული ენა მეორე უცხო
ენის კატეგორიას მიეკუთვნება. არსებობს მეორე ენის ბუნებრივი გზით შესწავლის შესაძლებლობა, რომელიც ბუნებრივ გარემოში ხდება და ფორმალური გზით შესწავლის შესაძლებლობა (საკლასო გარემოში);
8
მეორე ენის ათვისება გულისხმობს როგორც ინდივიდების ან ჯგუფების მიერ ენის შესწავლას , ასევე ამ ენის შესწავლის პროცესსაც. დამატებით ენას მეორე ენა ეწოდება, თუმცა ის შეიძლება იყოს მესამე, მეოთხე ან მეათე. ძალიან ხშირად მას სამიზნე ენასაც უწოდებენ, რაც ნიშნავს ენას, რომლის შესწავლაცაა მიზნად დასახული. ყოველდღიურად კვლევის ახალი შედეგების არსებობა ამ დარგის შესწავლას საინტერესოს ხდის. პასუხების უწყვეტი ძიების პროცესი არა მხოლოდ მეორე ენის ათვისების პროცესისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ის ნათელს ჰფენს მომიჯნავე დარგებში არსებულ საკითხებსაც.
უფრო მეტიც, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას უდიდესი პრაქტიკული ღირებულება აქვთ იმათთვის, ვინც სწავლობს ან ასწავლის მეორე ენას.მეორე ენის ათვისება განიხილება ყველა იმ მოვლენასთან კავშირში, რომლებიც ჩართულია ამ ენის სწავლის პროცესში. ზოგჯერ ჩვენთვის აუცილებელია, ვიცოდეთ ის განსხვავებები, რაც განპირობებულია იმით, თუ რაში გამოვიყენებთ მეორე ენას ცხოვრებაში, რადგან ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ვსწავლობთ. ამ სხვაობებმა შესაძლოა განსაზღვროს ლექსიკის ცოდნის ან მეორე ენის გრამატიკული კომპეტენციის რა დონეს უნდა მივაღწიოთ, თუ უფრო მნიშვნელოვანია ლაპარაკის უნარების განვითარება...
გამოჩენილმა
შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჟ.პიაჟემ თქვა: „ ახალდაბადებული ბავშვი ლინგვისტური
თვალსაზრისით წარმოადგენს სუფთა დაფას, ბავშვს აქვს უნარი შეითვისოს ნებისმიერი ენა
იმის მიხედვით თუ რომელ ენობრივ კოლექტივში იზრდება იგი“.
(.ttps://edu.aris.ge/news/romeli-asakia-yvelaze-optimaluri-ucxo-enebis-asatviseblad.html)
ასევე,როგორც თავის დროზე
ფსიქოლოგებმაც გვირჩიეს , 10 წლის
ასაკი ყველაზე შესაბამისი ასაკია სხვა უცხო ენის ასათვისებლად.
ჩნდება კითხვა,მაშ რაშია
საქმე,როცა ჩვენს პირობებში მოსწავლეები სწორედ მე-5 კლასიდან ანუ 10 წლის ასაკიდან
იწყებენ რუსული ენის შესწავლას და საბაზისო სამეტყველო უნარ-ჩვევების ათვისებას,ხოლო მაღალ კლასებში რჩებიან თითქმის
იმავე დონეზე.
შესაძლებელია ითქვას, რომ უცხოური ენების სწავლების ამოსავალ პრობლემას წარმოადგენს:
• სწავლების მიზანი ;
• სწავლების შინაარსი ;
• სწავლების მეთოდები და ხერხები .
ხოლო რაც შეეხება სასწავლო პროცესის პრაქტიკულ ნაწილს , მასში ერთიანდება:
• მოსწავლის აქტივობა (სწავლა) ;
• მასწავლებლის აქტივობა (სწავლება);
9
• სწავლების ორგანიზაცია (სწავლების მიზნები, შინაარსი, მეთოდები, ხერხები და სწავლების საშუალებების რეალიზაცია).
მაგალითად, თუ მე-19 საუკუნეში უცხოურ ენებს გრამატიკასა და თარგმანზე ორიენტირებული მეთოდით ასწავლიდნენ , ეს მეთოდი გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდის სახელითაა ცნობილი, დღეს აქტუალურია კომუნიკაციასა და დავალებაზე ორიენტირებული მიდგომები უცხოური ენის სწავლების დროს.
სხვა საგნების მსგავსად, უცხოური ენის სწავლებასაც სკოლაში მოსწავლეთა განვითარების ფუნქცია ეკისრება, რაც, პირველ რიგში, მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარებაში გამოიხატება. უცხოური ენის ფლობა სრულყოფს მოსწავლის პიროვნებას, აფართოვებს მის მსოფლმხედველობას.
უცხოური ენების სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსწავლის, როგორც სრულყოფილი მოქალაქის აღზრდა და უცხოური ენის გაკვეთილიც, ისევე როგორც სხვა დისციპლინები სკოლაში, ემსახურება ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას .
ამდენად, როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე ენათმეცნიერება ემსახურება ერთ მიზანს, დაეხმაროს ენის შემსწავლელებს, რათა მათ შეძლონ უცხოენოვან კომუნიკაციაში მონაწილეობის მიღება.
ps://www.researchgate.net/profile/Ekaterine_Shaverdashvili/publication/275583428_utskhouri_enebis_sapudzvlebi/links/553feb4e0cf2736761c25beb/utsk
სხვადასხვა დროს უცხოური ენის გაკვეთილს სხვადასხვა მიზანი და სხვადასხვა
შინაარსი ჰქონდა და აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებაც
სხვადასხვანაირად ხდებოდა. თუ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ უცხოური
ენის გაკვეთილის მიზანს გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების
დაზუთხვა / თარგმნა წარმოადგენდა, დღეს მნიშვნელოვანია შესასწავლ
ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა და დაფასება.
ტრადიციული გაკვეთილისგან განსხვავებით დღეს მასწავლებელი გაკვეთილზე დომინანტის როლში კი არ არის, არამედ მოსწავლის დამხმარე პერსონა და
საგაკვეთილო პროცესის ფასილიტატორია. თანამედროვე სასწავლო
პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ შინაარსზე, რომელიც მოსწავლეებისთვის რაიმე ღირებულებას წარმოადგენს, მათ ინტერესს აღვივებს,
ეხმარება მათ უცხო სამყაროს შემეცნებასა და გარკვევაში ,
იმავდროულად ხელს უწყობს თავისუფალი მეტყველების უნარ-ჩვევის
10
განვითარებას,ამზადებს მოსწავლეებს არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის რეალურ სიტუაციაში, არამედ გაკვეთილის ფარგლებში მიმდინარე ინტერაქციისთვის.
როდესაც
მოსწავლე შედის ნებისმიერი უცხო ენის გაკვეთილზე,იქ უნდა
დახვდეს პატარა ინგლისი,პატარა რუსეთი,პატარა გერმანია, პატარა საფრანგეთი. თვალსაჩინოებებიდან
დაწყებული მოსწავლეს ყველაფერი უნდა მოაგონებდეს იმ ქვეყანას ,რომლის ენასაც სწავლობს.
თუ მეცადინეობის მიზანი მეტყველების უნარის განვითარებაა, მაშინ
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ილაპარაკოს უცხო ენაზე. «ენის ,როგორც კომუნიკაციური ქმედების სწავლება ეფექტურია
«კომუნიკაციური» ან «ინტერაქტიური» გაკვეთილის დროს,რომელიც
რეალური სიტუაციიდან გამომდინარე იძლევა ავთენტიკური მეტყველების სა-შუალებას და მოსწავლეები მასში აქსოვენ საკუთარ თავს , როგორც მთელ
პიროვნებას. »
საგაკვეთილო პროცესში ჩართული ყოველი ელემენტის ცვლილება მაშინვე აისახება მთლიან სასწავლო პროცესზე. მაგალითად:
·
როგორ არის შედგენილი გაკვეთილის გეგმა;
·
რა განწყობაზეა პედაგოგი;
·
როგორ პირობებში უხდება კლასს მუშაობა?
·
როგორია სამიზნე ჯგუფი
ეს ყველაფერი განაპირობებს გაკვეთილის ჩატარების ხარისხს და დასახული მიზანიც, შესაბამისად, სრულიად ან ნაწილობრივ მიიღწევა.
მეორე ენის ათვისება, როგორც წესი, უფრო იოლად ხდება, ვიდრე უცხოური ენის. ადამიანებს, რომლებიც შეისწავლიან გარკვეულ უცხოურ ენას, არ აქვთ საშუალება, მოისმინონ და გამოიყენონ ეს ენა გაკვეთილის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ფამილიარულ, ყოფით სიტუაციებში. უცხოური ენის ათვისება, ამდენად, ჰგავს მეორე ენის ათვისებას შეზღუდულ პირობებში.
სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ უცხოური ენის დაუფლების პროცესი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მეორე ენის და უფრო რთულადაც მიმდინარეობს. ყოველი უცხოური ენა, რომელსაც ადამიანი ეუფლება, პოტენციურად, მისთვის მეორე ენას წარმოადგენს.
უცხოური ენის სრულყოფილად დაუფლებისათვის მხოლოდ ენობრივი საშუალებების ცოდნა და ამ ცოდნაზე დაყრდნობით აგებული სწორად აწყობილი წინადადებების სამეტყველო უნარ-ჩვევებში გადატანა არ არის საკმარისი.
ამისათვის
საჭიროა სხვადასხვა სახის მრავალფეროვანი აქტივობები, სწავლების სტრატეგიები, შესაბამისი რესურსები.
11
u.aris.ge/news/saqartveloshi-magal-doneze-rusul-enas-gamokitxulta-24-flobs-inglisurs-ki-mxolod-5.html
ლიტერატურაზე მუშაობის
პროცესში დავინტერესდი,რა მდგომარეობა იყო სხვა ქვეყნებში რუსული ენის ცოდნის მხრივ
და გავარკვიე:
ფინეთში რუსულს 40.000 ადამიანი და ე.ი.ქვეყნის მოსახლეობის ლამის 1 % მიიჩნევს მშობლიურად, რის გამოც რუსული ენა ამ
ქვეყანაში ყველაზე დიდი ეროვნული უმცირესობის ენაა.
რუსული ჯერ კიდევ არის ოფიციალური ენა ყაზახეთში,
ყირგიზეთში და ტაჯიკეთში.
ისრაელში დაახლ. 1 მლნ. რუსულენოვანი ცხოვრობს, რაც შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 1 მეექვსედ ნაწილს, შესაბამისად რუსული ენა ებრაულის და არაბულის შემდეგ ყველაზე მსხვილ ენად ითვლება. ხოლო აშშ-ში 700.000 რუსულენოვანზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში-როგორც 2018 წლის
(NDI)
კვლევამ
აჩვენა, თბილისში
რუსული ენის ცოდნის დონე მაღალია გამოკითხული მოსახლეობის 42%-ში, სოფლებში
ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსული ენა მაღალ დონეზე გამოკითხულთა 9%-მა იცის. (wikipedia.org/wiki/რუსული_ენა)
შესაბამისად, ჩემი სურვილია,რომ სოფლებში და რეგიონებში მოსწავლეებმა
იცოდნენ რუსული სალაპარაკო ენა, როგორც ერთ-ერთი უცხო ენა, ისევ და ისევ მათი უკეთესი მომავლისათვის.
კვლევის მეთოდები
მონაცემთა
შეგროვება განვახორციელე შემდეგი მეთოდების
გამოყენებით:
·
დაკვირვება----კვლევის დასაწყისში ვაწარმოებდი საგაკვეთილო
პროცესებზე დაკვირვებას სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარების
თვალსაზრისით.ეს მეთოდი დამეხმარა საკვლევი
საკითხის ჩამოყალიბებაში.
·
გამოკითხვა---
შევადგინე კითხვარები მოსწავლეებისათვის. კითხვარების შევსება გამოვიყენე მათი მხრიდან საკითხისადმი დამოკიდებულებისა და მოსაზრებების დასადგენად.
კითხვარების
შევსება დამეხმარა პასუხი გამეცა საკვლევი
საკითხის მთავარ კითხვებზე: რა შეიძლება იყოს საშუალო საფეხურის მოსწავლეებში
რუსულ ენაზე მეტყველების სირთულის გამომწვევი
მიზეზი და როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სამეტყველო
უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.
12
·
ფოკუსჯგუფი--- გასაუბრება
ჩავატარე უცხო ენის სამივე პედაგოგში. სასაუბრო საკითხი იყო უცხო ენაზე
სამეტყველო სტრატეგიები და აქტივობები,
კერძოდ, ზეპირმეტყველების რომელ სტრატეგიას ან აქტივობას ანიჭებენ უპირატესობას და რატომ. ამ მეთოდის მიზანი
არ ყოფილა რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მან საშუალება მომცა გამეანალიზებინა კოლეგების
მოსაზრებები საკითხის ირგვლივ.
·
მეორადი
მონაცემების ანალიზი----გამოვიყენე მეორადი მონაცემების დამუშავებისათვის. შევკრიბე და დავახარისხე მონაცემები პედაგოგთა მიერ სწავლების
პროცესში გამოყენებული ზეპირმეტყველების სტრატეგიების
შესახებ.
·
კვლევის ვადები
აქტივობა
|
დრო
|
პრობლემის შერჩევა,კვლევის
გეგმის შემუშავება
|
სექტემბერი
|
დაკვირვება,გამოკითხვა(კითხვარების
შევსება),ფოკუსჯგუფი,მეორადი მონაცემების ანალიზი
|
ოქტომბერი
|
ინტერვენციების
განხორციელება
|
ნოემბერი -ივნისი
|
სამუშაო შეხვედრები
კოლეგებთან
|
მთელი სასწ.
წლის მანძილზე
|
კვლევის შედეგების ანალიზი,პრეზენტაცია კოლეგებთან
|
ივნისი
|
კვლევის ანგარიშის
მომზადება
|
ივნისი
|
|
|
კვლევის შედეგები
კვლევის
სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე დაკვირვება,
გამოკითხვა , მონაცემების ანალიზი და კითხვარები.
გამოკითხვა ჩატარდა
უცხოური ენების კათედრის წევრებთან. მისი მიზანი იყო პრობლემის აქტუალურობის
დადგენა და კათედრის წევრების დამოკიდებულების შესწავლა აღნიშნულ საკითხთან
მიმართებაში,რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.
13
დავალებების მონაცემების
ანალიზი გამოვიყენე
იმისთვის,რომ დამედგინა რა შედეგებს დადებდნენ მიცემულ სხვადასხვა ტიპის (წერით, მოსმენის
და ზეპირ)დავალებებში მოსწავლეები.მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების
შედეგების ანალიზი დამეხმარა იმის დადგენაში,რეალურად ფლობენ თუ არა მოსწავლეები
ყველა იმ უნარს,რაც სჭირდება ზეპირმეტყველებას. (დანართი 1)
მოსწავლეების გამოკითხვა
დაკვირვება დამეხმარა გამომეკვეთა კვლევის კონკრეტული
ელემენტები. კერძოდ, საშუალო საფეხურის
მოსწავლეებში რუსულ ენაზე მეტყველების
ხელშემშლელი ფაქტორები მოსწავლეთა გამოკითხვით არის:
(დანართი 2) :
Ø არარუსულენოვანი
გარემო
Ø მოსწავლეთა
სიზარმაცე
Ø მოსწავლეთა
დაბალი მოტივაცია
Ø საგაკვეთილო
საათის სიმცირე
თქვენი აზრით, რა გიშლით ხელს თავისუფლად
იმეტყველოთ
რუსულ ენაზე?
14
მასწავლებლების გამოკითხვა
ფოკუსჯგუფის შედეგების
ანალიზისას გამოვლინდა,რომ ინგლისურ და გერმანულ
ენებშიც უცხო ენაზე ზეპირმეტყველების სირთულე და პრობლემა
თითქმის ერთი და იგივეა.
უცხო ენის მასწავლებლებს
მიაჩნიათ, რომ კოლეგების ერთობლივი
მუშაობა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. (დანართი 3)
15
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე
მნიშვნელოვანი მიგნება:
§
მოსწავლეებს საკმარისად აქვთ გამომუშავებული მოსმენის უნარ-ჩვევები,რაც ნაწილობრივ
აისახება მათი მეტყველების უნარზეც,
ძალიან მოსწონთ ეს აქტივობა ,თუმცა
მაინც პრობლემად რჩება რუსულ ენაზე მეტყველება.
§
მოსწავლეები აღნიშნავენ,რომ მასწავლებელი მათთან
საინტერესოდ მუშაობს,მაგრამ თავად ზარმაცობენ, არ იჩენენ საკმარის ინტერესს საგნის
მიმართ;
§
მოსწავლეთა ნაწილი კი რუსულ ენას რთულად აღიქვამს , განსაკუთრებით გამოყოფს ბრუნვების და უღლების სირთულეს;
§
ნაწილი კი არასაკმარისად მიიჩნევს რუსული ენისათვის
განკუთვნილ დროს,რომელიც მე-5 კლასიდან მე-12 კლასამდე ითვალისწინებს კვირაში
მხოლოდ 2 საათს;
§
მოსწავლეთა ნაწილი
მიიჩნევს,რომ არ არსებობს რუსული ენისათვის შესაბამისი გარემო გარდა
სკოლისა და უჭირთ მისი საჭიროების დანახვა,
ამიტომ მათი მოტივაცია დაბალია. პედაგოგები უპირატესობას ანიჭებენ ინდივიდუალურ წერილობით მუშაობის
ფორმებს ;
16
ü მოსმენის
დავალებების მიცემისას ხშირად იყენებენ აუდიო-ვიდეო საშუალებებს მოსმენის
უნარ-ჩვევის განსავითარებლად.
ü თითქმის
არ მიმდინარეობს გაკვეთილზე თავისუფალი კომუნიკაცია (სურვილების
გამოხატვა,კრიტიკა,განმარტება) უცხო ენაზე ;
ü მცირე
დროს უთმობენ გაკვეთილზე ისეთ სამეტყველო აქტივობას, როგორიცაა დისკუსიები/დებატები;
·
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში შევიმუშავე ინტერვენციის
რამდენიმე ვარიანტი:
¨
კოლეგებთან
თანამშრომლობის გაღრმავება,აზრთა გაზიარება.
¨
მოსწავლეებთან ინდივიდუალური
მუშაობის გააქტიურება მათი ინტერესებისა
და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
¨
სასწავლო
აქტივობების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება , დისკუსიისა და დებატების გამოყენება.
¨
გაკვეთილების დაგეგმვა
მეტი ვიდეო და აუდიომასალის გამოყენებით
;ზეპირმეტყველებისათვის საჭირო
ყველა შესაძლო მეთოდისა და სტრატეგიის გაერთიანება
საგაკვეთილო პროცესში.
¨
·
განხორციელებული ცვლილებები
კოლეგებთან ერთად განვიხილეთ ინტერვენციის ზემოთჩამოთვლილი ვარიანტები. ჩავთვალეთ,
რომ ყველა მათგანი შეესაბამებოდა კვლევის მიზანს და ძალიან დამეხმარებოდა პრობლემის
მოგვარებაში. შესაბამისად, ვეცადე მათ სრულად განხორციელებას:
კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით რეგულარულად
ვაწარმოებდით სამუშაო შეხვედრებს, სადაც ვეცნობოდით საჭირო ლიტერატურას, ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს,
ვითვალისწინებდით გამოცდილებას და ვსახავდით პრობლემის მოგვარების ეფექტურ საშუალებებს.
ხდებოდა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება.
17
§
წარმატებული გამოვიდა მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის გააქტიურება
მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
§
მოსწავლეს, რომელიც დარწმუნებული
იყო, რომ არ შეუძლია რუსულ ენაზე მეტყველება , ვერ
იმახსოვრებს უცხო სიტყვებს და ფიქრობდა ,რომ ინგლისური ენა გაცილებით უკეთ გამოსდის, ინდივიდუალური მიდგომით დავეხმარე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში,
ერთად გამოვარკვიეთ მისი დაბალი მოტივაციის
მიზეზი და მას დაუბრუნდა თავისი თავის რწმენა.
საწავლო პროცესზე დაკვირვებისას შევნიშნე, რომ
ნიჭიერი მოსწავლისთვის რუსული ენა არ
წარმოადგენდა დიდ საჭიროებას,თვლიდა ,რომ
ინგლისური ენა სრულებით საკმარისი
იყო თანამერდროვე სამყაროსთან ინტეგრაციისათვის. იგი სწავლობდა
გაკვეთილებს,ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში, საკმარისად იცოდა რუსული ლექსიკურ-გარამატიკული კონსტრუქციები,მაგრამ
თითქოს იძულებით ახდენდა რუსულ ენზე
საუბარს. მე მას დავუსახელე ყველა შესაძლო მიზეზი,თუ რატომ უნდა ცოდნოდა რუსული ენა
(შრომის
ბაზარზე შანსების გაზრდა;
ფილმებისა და მუსიკის ორიგინალურ ვერსიაში ნახვა და მოსმენა;
მეხსიერების ვარჯიში; თავისუფლად მოგზაურობის საშუალება; გარემოცვის
გაფართოების საშუალება და
ახალი შესაძლებლობები) და დავარწმუნე
რუსული ენის საჭიროებაში.
ამის შემდეგ
რუსული ენის სწავლა მისთვის აღარ იყო მოსაწყენი და უინტერესო.
¨
შევეცადე
უფრო მრავალფეროვანი გამეხადა სასწავლო პროცესი
, გავააქტიურე გაკვეთილები სხვადასხვა აქტივობებით.კერძოდ, ჩავატარე
ტესტირება ლექსიკურ-გრამატიკული ცოდნის გამოსავლენად, მივეცი ასევე
მოსასმენი დავალებები, შევთავაზე დიალოგის
შედგენა და გათამაშება, რის საფუძველზეც მაინტერესებდა
, რომელი ტიპის დავალებას შეასრულებდნენ წარმატებით. შედეგად, მოსასმენი დავალებები უფრო წარმატებული
აღმოჩნდა, ტესტირებაშიც გამოავლინეს ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულების ცოდნა, მაგრამ გაუჭირდათ დიალოგის ფორმის ჩამოყალიბება და შესაბამისად გათამაშებაც.
ვერ შეძლეს საჭირო უღლების და ბრუნვების სწორად გამოყენება.
18
¨
დებატების და დისკუსიის გამოყენება რუსული ენის
გაკვეთილზე ხშირად წარმოადგენს პრობლემას,
მოსწავლეებს არ შეუძლიათ მონოლოგური
მეტყველება, ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს
შეცდომების გარეშე, ურევენ რუსულ და ინგლისურ ლექსიკას. ამ ინტერვეციის განხორციელებას ვაპირებთ მომავალ სასწავლო წელს,ვინაიდან უცხო ენების კათედრის წევრებს ამ მხრივ
სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს .
·
რეკომენდაციები
კვლევის პროცესიდან გამომდინარე შემიძლია
კოლეგებს შევთავაზო რამდენიმე რეკომენდაცია:
¨
სისტემატური
სახე მიიღოს მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებმა,ამით
შეძლებენ საერთო პრობლემების დაფიქსირებას და მათი
გადაჭრის გზების ერთობლივად შემუშავებას.
¨
მასწავლებლები
გაეცნონ ზეპირმეტყველების განვითარებისათვის
საჭირო
მეთოდებს/სტრატეგიებს და მოახდინონ
აზრთა გაზიარება.
¨
მასწავლებლებმა იზრუნონ
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის და გამოიყენონ
სხვადასხვა სტრატეგიები მათი ინტერესების გათვალისწინებით.
¨
მასწავლებლებმა
გამონახონ მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის ეფექტური მიდგომები და დაარწმუნონ
მოსწავლეები ნებისმიერი უცხო ენის საჭიროებაში.
ინტერვენციის შეფასება
ინტერვენციის შეფასების მიზანს წარმოადგენდა
გამეგო,რამდენად ეფექტური იქნებოდა განხორციელებული
აქტივობები საკვლევი
19
საკითხის- საშუალო საფეხურის მოსწავლეეებში რუსულ ენაზე მეტყველების სირთულე
- მოგვარებისათვის, დაეხმარებოდა თუ
არა ისინი მასწავლებელს და მოსწავლეებს
პრობლემის გადაჭრაში.
ინტერვენციების
დასრულების შემდეგ კათედრის წევრები ისევ შევხვდით. შეხვედრის მიზანი მათგან უკუკავშირის
მიღება იყო.პედაგოგებს ვთხოვე გამოეთქვათ
მოსაზრება ჩატარებული გაკვეთილების შესახებ. მასწავლებლების აზრით:
გაღრმავდა თანამშრომლობა
კათედრის წევრებს შორის;
მათი აზრით გაკვეთილების ერთობლივმა განხილვებმა გაზარდა
მსჯელობის პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობა და რაც მთავარია გაიზარდა
ურთიერთთანამშრომლობა.
Ø კვლევის
დროს ჩემ მიერ გამოვლენილი საჭიროების შედეგად დაიგეგმა და ჩატარდა საინფორმაციო
ტექნოლოგიების გამოყენებით , პედაგოგებისთვის ნათელი გახდა მოსმენის
დავალებების მეთოდოლოგია; მასწავლებლებმა
შეძლეს გაკვეთილების ჩატარება; გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები; შესამჩნევი
გახდა პროგრესი ამ მიმართულებით. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მოსმენის
უნარ-ჩვევა,რადგან
მოსმენა- გაგება ასე
მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის.
Ø პედაგოგები
გაეცნენ მეთოდებსა და დაეუფლნენ ზეპირმეტყველების იმ
სტრატეგიებს ,რომლებიც დაეხმარებათ მათ
მოსწავლეთა ინტერესებზე
მორგებული კომუნიკაციური
გაკვეთილის წარმართვაში. ისინი მიხვდნენ,რომ სხვადსხვა სახის
აქტივობების აქტიური გამოყენება დაეხმარება
მოსწავლეებს სამომავლოდ ლაპარაკის
პრობლემის დაძლევაში.
მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან
ინტერვენციების შესაფასებლად ჩატარებული გამოკითხვების
შედეგად გამოჩნდა, რომ:
Ø
პრობლემის კოლეგებთან განხილვა, გაკვეთილებზე დასწრება,სამუშაო
შეხვედრების ორგანიზება,აზრთა გაზიარება ძალიან დაეხმარა მასწავლებლებს პედაგოგიურ
საქმიანობაში.
20
Ø
მრავალფეროვანმა საკლასო აქტივობებმა, მასწავლებლის ინდივიდუალურმა
მუშაობამ
ნაწილობრივ მაინც აამაღლა
მოსწავლეებში მოტივაცია და რუსული ენისადმი დამოკიდებულება
შეცვალა უკეთესობისაკენ.
Ø
ინტერვენციების შეფასებაში ძალიან დამეხმარა სკოლის
შეფასების ჯგუფი, რომელიც
ჩემს გაკვეთილებზე დასწრებისას ყოველთვის კეთილგანწყობილი და პოზიტიური იყო, მათ
დამანახეს ჩემი საჭიროებები და მომცეს
სასარგებლო განმავითარებელი რჩევები.
დასკვნა
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა,
რომ საშუალო საფეხურზე რუსულ ენაზე
ზეპირმეტყველების სირთულე მდგომარეობს
შემდეგში:
¨
მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია;
¨
გარკვეულწილად მოსწავლეთა სიზარმაცე;
¨
რუსული ენისათვის
შეუსაბამო გარემო;
¨
რუსული ენისათვის განკუთვნილი საათების სიმცირე;
¨
ზოგადად რუსული ენის
სირთულე
საშუალო საფეხურის მოსწავლეებში რუსული სამეტყველო ენის გაუმჯობესებას კი ძალიან უწყობს ხელს:
¨
ზეპირმეტყველების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება;
¨
თანამშრომლობითი გარემოს შექმნა საგაკვეთილო პროცესში;
¨
მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პოზიტიური კომუნიკაცია;
¨
განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობები.
¨
მოსწავლეების
დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში.
21
კვლევაში აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა
გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ შედეგი
ნაწიობრივ იქნა მიღწეული და სამომავლოდ
უცხო ენების პედაგოგებს გვესაჭიროება მეტი მუშაობა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, რაც
მთავარია უცხო ენებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
გამოყენებული ლიტერატურა:
,
·
(.ttps://edu.aris.ge/news/romeli-asakia-yvelaze-optimaluri-ucxo-enebis-asatviseblad.html)
ნანა ხარაზიშვილის სტატია-სასკოლო
კვლევების ცენტრი
ეკატერინე სავერდაშვილი- უცხოური ენების საფუძვლები გვ.7,9,11,20,23,24
·
( wikipedia.org/wiki/რუსული ენა)
·
(015/12/06/უცხო-ენის-ცოდნა-არ-არის-მხ
·
ttps://www.google.com/search?q=უცხო+ენის+მეთოდიკა+მიმართულება+ლლაპარაკი&oq=უცხო+ენი
დანართები
22
კითხვარი
მე-11 და 12 კლასების მოსწავლეთათვის
მოგესალმებით!
ღვანკითის საჯარო სკოლის საშალო საფეხურის მოსწავლეებში ვატარებ
პრაქტიკულ კვლევას რუსულ ენაზე მეტყეველების სირთულესთან დაკავშირებით. თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა
ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
კითხვარზე თქვენი სახელის და გვარის მითითება საჭირო არ არის.
კითხვარი მოსწავლეებისათვის
1.როგორი ტიპის დავალება მოგწონთ ?
·
ზეპირი
·
წერითი
·
მოსმენითი
·
არც ერთი
2.
გიჭირთ თუ არა საუბარი რუსულ ენაზე?
o კი რატომ?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
o არა რატომ?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. თქვენი აზრით,რა გიშლით ხელს ,რომ
თავისუფლად ისაუბროთ რუსულ ენაზე?
-----------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 2. კითხვარი ინგლისური და გერმანული ენების პედაგოგებისათვის
მოგესალმებით!
. კითხვარი
უცხოური ენების კათედრის წევრებისათვის.
მოგესალმებით!
სსიპ გურამ ქარქაშაძის
სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი დარეჯან ჭანტურიძე ,ვატარებ კვლევას საშუალო საფეხურზე, კერძოდ, XI-Xll კლასებში, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების
გაუმჯობესების მიზნით. თქვენი,როგორც კათედრის წევრის მონაწილეობა მნიშვნელოვანია
კვლევის წარმატებისთვის.თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო
კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!
1. უჭირთ თუ არა მოსწავლეებს ზეპირი
დავალებების შესრულება ?
o დიახ
o
არა
o
ნაწილობრივ
2.
მოსწავლეთა რა ნაწილი ახერხებს ლექსიკური და გრამატიკული ცოდნის
გამოყენებას ზეპირი მეტყველების დროს?
1. მოსწავლეთა უმრავლესობა 2. მცირე
ნაწილი 3. მოსწავლეთა ნახევარი
23
1. რა ტიპის დავალებებს იყენებთ ყველაზე ხშირად?
o
ზეპირი
o
წერილობითი
o
o
მოსასმენი
---------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
4. თქვენი აზრით ,რაში მდგომარეობს უცხო ენაზე მეტყველების სირთულე ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კვლევის ავტორი:
სსიპ გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის
საჯარო სკოლის რუსული ენის
მასწავლებელი : დარეჯან ჭანტურიძე
2018-2019 სასწავლო წელი
24
No comments:
Post a Comment