Thursday, June 15, 2017

რეფლექსია პროექტზე-იბადებოდნენ საქართველოში


 რეფლექსია
   რუსულ ენაში    განხორციელდა პროექტი " იბადებოდნენ საქართველოში".  პროექტის მთავარი  იდეა იყო რუსი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის , როგორც ერთ-ერთი" ქართველის" წარმოჩენა და მისი  ცნობადობის ამაღლება ქართველ მ  რეფლექსია
2017 წლის ივნისში   მეათე კლასის მიერ ოსწავლეებში.
ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ბიოგრაფიის შესწავლას და გაგებას, ძირითადი მიმართულება კი არის კითხვა, რომელიც  გულისხმობს ინფორმაციის მოძიებას   რუსულ ენაზე,     ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების  დახმარებით  შინაარსის გაგებას, ძიებითი კითხვის უნარის გაუმჯობესებას ,ინფორმაციის შეგროვებას და დახარისხებას, პრეზენტაციის გამართვას. სწორედ ეს უნარები გახდა  პროექტის განხორციელების საფუძველი. მოსწავლეებმა სამი კვირის  განმავლობაში იმუშავეს მიზნის მისაღწევად. ყველა მოსწავლეს  ჯგუფების მიხედვით დაუნაწილდა შესასრულებელი დავალებები, ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროექტის იდეის განვითარების და განხორციელების  პროცესში. პირველმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია  მაიაკოვსკის შესახებ, კერძოდ, ოჯახი, ბავშვობა, ქუთაისის  გიმნაზია,რუსეთში  საცხოვრებლად გადასვლა, ლექსები საქართველოზე.
მეორე ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია , შეაგროვა  საინფორმაციო  მასალა პოეტის სახლ-მუზეუმის შესახებ  , მოეწყო გამოკითხვა-ინტერვიუ ქუთაისის პირველი სკოლის   (ყოფილი გიმნაზია)  მოსწავლეებში, თუ რა იცოდნენ მაიაკოვსკის  მოსწავლეობის შესახებ,  გააჩნდათ თუ   არა ინფორმაცია მასზედ,  რომ       პატარა ვლედიმერი ოთხი წელი სწავლობდა  აღნიშნულ სკოლა-გიმნაზიაში.
პროექტის ბოლო ეტაპზე მთელი კლასი ესტუმრა ბაღდათის სახლ-მუზეუმს, გადაიღეს ფოტოები, მოუსმინეს  მუზეუმის დირექტორს ბატონ ბექა კუჭუხიძეს, რომელმაც საინტერესო ფაქტები მიაწოდა  მოსწავლეებს  მაიაკოვსკის ცხოვრების დეტალებზე, მის სიყვერულზე საქართველოს მიმართ, ბატონმა ბექამ საჩუქრქდ გადასცა კლასს პოეტის ლექსების კრებული ქართულ ენაზე, თითოეულმა მოსწავლემ დატოვა თავისი შთაბეჭდილება იქ არსებულ  შთაბეჭდილებების  დღიურში.
ბაღდათიდან დაბრუნების შემდეგ მესამე ჯგუფმა   გამართა პრეზენტაცია   სახლ-მუზეუმში  მიღებული ინფორმაციის    და      ფოტომასალის გამოყენებით. მათ მოიწვიეს პედაგოგები და მოსწავლეები, მოუწოდეს ,მოაწყონ გასვლითი   ღონისძიებები მაიაკოვსკის მშობლიურ სოფელში.
აღნიშნული პროექტის დახმარებით მოსწავლეებმა  ინფორმაცია  რუსულ ენაზე  მოიძიეს   დამოუკიდებლად,  გაეცნენ  პოეტის ბიოგრაფიულ ცნობებს,     განუვითარდათ  გაგებისა და ინფორმაციის დახარისხების უნარი,პრეზენტაციის  უნარი,თანამშრომლობის უნარი.
პროექტმა დამანახა ,რომ მსგავსი პროცესები საჭიროებს უფრო მეტ     დროს, სახსრებს და რესურსებს. მომავალში     გავითვალისწინებ, რომ  ასეთი  სასწავლო პროექტი  განხორციელდეს  უფრო ხარისხიანად  და მოსწავლეებმა შეძლონ  რუსულ ენაზე უკეთ  მეტყველება.


No comments:

Post a Comment