Thursday, June 15, 2017

სასწავლო პროექტი-იბადებოდნენსაქართველოში

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
დარეჯან    ჭანტურიძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თერჯოლის  მუნიციპალიტეტი სოფელი  ღვანკითი
სკოლა
ღვანკითის  საჯარო  სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
იბადებოდნენ საქართველოში
პროექტის შინაარსი

რამდენიმე წელია, რუსული ენა ისწავლება როგორც უცხო ენა , სასწავლო პროგრამიდან ამოღებულია             რუსი პოეტებისა და მწერლების შემოქმედება, თუმცა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიული ცნონების  მოპოვება და  შინაარსის გაგება  ეროვნულ სასწავლო გეგმაში კვლავ შედის.ამ მიზნით    საჭიროდ ჩავთვალე, რომ ქართველმა მოსწავლეება უნდა გაიცნონ პოეტი, რომელიც  დაიბადა, ცხოვრობდა,  სწავლობდა საქართველოში, მეტყველებდა ქართულ ენაზე და რაც მთავარია ,უყვარდა საქართველო, როგორც საკუთარი სამშობლო და თავს თვლიდა “სულით ქართველად”.  პროექტის აქტუალობა  სწორედ ისაა, რომ  მოსწავლეები გაეცნონ ცნობილი ადამიანის  ცხოვრებას.
საგანი/საგნები

რუსული  ენა
საგანი/საგნები
კავშირი      ლიტერატურასთან, ისტორიასთან
საფეხური/კლასი
  ს lV    X კლასი
პროექტის განხორციელების დრო
სამი კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
რუსული  ენა
უცხ.დ.IV.7. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.

უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს
შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა
ტიპის პროექტის   განხორციელება


უცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.დ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

   მოსწავლეები  შეძლებენ :


  • ინფორმაციის   მოძიებას,  დახარისხებას-სად და როდის დაიბადა ვლადიმერ მაიაკოვსკი, სად სწავლობდა, როდის და რატომ დაბრუნდა რუსეთში მისი ოჯახი,  რა ლექსები მიუძღვნა საქართველოს, როდის დაწერა პირველი ლექსი,  მისი  ქართველი მეგობრები,  მისი საყვარელი ქალები,   გარდაცვალების მიზეზები

  • რუსული ლექსიკურ-გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენებას

  • დროის  ეფექტურად   განკარგვას,  თანამშრომლობას, ტექნოლოგიების   სწორად   გამოყენებას, დამოუკიდებლად მუშაობას   ,    

  •  ზემოაღნიშნული  უნარ-ჩვევების   საფუძველზე  ზეპირმეტყველების  საშუალებით   პრეზეტაციის გამართვას




მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი კითხვა
რა სახით  შეიძლება გავეცნოთ ცნობილი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას?




თემატური   კითხვები
   
რა არის  ბიოგრაფიის დანიშნულება?
შინაარსობრივი
კითხვები
      რა არის ბიოგრაფია    და  რა   სახის ინფორმაციას      შეიცავს ?











შეფასების   გეგმა





შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში



ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე



ვ მ ვ-ს სქემა



ჟურნალი

პროექტის  მსვლელობისას

დღიური
ჯგუფებზე  დაკვირვება
მინიშნებები

კითხვები
პროექტის  დასრულების  შემდეგ


შესრულებული  სამუშაო-პრეზენტაცია   



ზეპირი კომენტარი
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის  დასაწყისში       მიმართულების  მიმცემი     საკვანძო   კითხვების    დახმარებით (  რა   ა არის ბიოგრაფია,რა სახის ინფორმაციას შეიცავს ბიოგრაფიული ცნობები,როგორ შეიძლება გაიცნო ადამიანი  ამ სახით)      ვამოწმებ  მოსწავლეთა   წინარე  ცოდნას და    ასევე   ვიყენებ     ვ მ ვ      სქემას , - რა იციან  ბიოგრაფიის დანიშნულების   შესახებ,   რა სურთ  რომ   იცოდნენ   ცნობილი ადამიანის შესახებ)        და    სავარაუდოდ   რას  ისწავლიან   პროექტის ბოლოს.
პროექტის   მსვლელობის  პროცესში   მოსწავლეები   თავად   აწარმოებენ    დღიურებს   , აგროვებენ     მასში მოძიებულ   ინფორმაციას, ახარისხებენ   და   ამზადებენ   დასკვნების     გამოსატანად.  ისინი    ეძებენ     პასუხებს  კითხვებზე- სად დაიბადა   ვლ. მაიაკოსკი,     როგორი  იყო პირველი      ლექსი,   როდის   გამოჩნდა   იგი   ცნობილი პოეტების     გვერდით.
მე   , როგორც პროექტის ხელმძღვანელი,  ასევე ვაწარმოებ   წერილობით ჟურნალს     და    ვაკვირდები   ჯგუფებს,  ვაფასებ   მათ   მუშაობას სპეციალური    კითხვარების   და    მინიშნებების    საშუალებით.       მაღალი     სააზროვნო   უნარების    შემოწმების   მიზნით    ეს   კითხვარები   არის   მრავალფეროვანი    და     საჭიროებს   მოსწავლეთა   მხრიდან   ტექნიკური საშუალებების   გამოყენებას .
პროექტის   დასასრულს    დგება  მნიშვნელოვანი   მომენტი- რა გაიგეს მოსწავლეებმა, რა უნარები გამოუმუშავდათ  პროექტის საბოლოო სახით  ჩამოყალიბებისათვის,   რამდენად    მზად არიან  დამოუკიდებლად   წარმოადგინონ    საპრეზენტაციო მასალა,   რამდენად სწორად გამოიყენეს   მოპოვებული   ინფორმაცია,     ტექნიკური საშუალებები   და       როგორ   დაეხმარა   მათ     21-ე    საუკუნის   უნარ-ჩვევები    პროექტის   საბოლოო ეტაპზე.    შესრულებულ სამუშაოს   ვაფასებ  განმავითარებელი კომენტარით.
სხვა საკითხები
წინარე   ცოდნა

  • ბიოგრაფიის   გაგების   საბაზისო       უნარ-ჩვევები
  • ინტერნეტში  მუშაობის  უნარ-ჩვევები
  • მარტივი ენობრივი და გრამატიკული    უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები
       პირველი კვირა
პროექტზე მუშაობის  დაწყების წინ  მოსწავლეებს   გავაცნობ პროექტის მიზანს,  მისაღწევ შედეგებს,   განუმარტავ, რატომ   შევარჩიე   ეს   თემა  და რა მსურს  პროექტის ფარგლებში.  ვესაუბრები   პროექტის  მნიშვნელობაზე    და    ყურადღებას   ვამახვილებ   აზროვნების   ზედა   დონის     უნარ-ჩვევების   განვითარებაზე.  ვაწოდებ მათ პროექტის გეგმას , რათა  ზუსტად განსაზღვრონ  თავიანთი  მუშაობის სტრატეგიები.
პროექტის განხორციელების წინ კი  მოსწავლეებს   ვუსვამ   ზოგად   შეკითხვას-რა სახით  შეიძლება გავეცნოთ ცნობილი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას?
   - მას შემდეგ, რაც მივიღებ მათგან  პასუხს, ვურიგებ  ინდივიდუალური ფორმით დამზადებულ სქემას:
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლი სქემას, რომელიც შემდეგ შეკითხვებს შეიცავს:
რა არის ბიოგრაფიის დანიშნულება? როგორი  სახის შეიძლება იყოს ბიოგრაფია   და რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს?
ისინი იწყებენ ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას, იყენებენ ინტერნეტს, რუსულენოვან  მასალას  ადარებენ  მშობლიურ ენაზე  მოპოვებულ ინფორმაციას  და გამოაქვთ დასკვნები.
ამ  ფორმით  გავიგებ თითოეული   მოსწავლის აზრს   და მათ მოლოდინს  პროექტის ბოლოს.
მეორე    კვირა
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მოვამზადებ პროექტზე სამუშაოდ, შევუქმნი  გარკვეული სახის წარმოდგენას ვლადიმერ მაიაკოვსკის  ბიოგრაფიის შესახებ,  კლასს  წესისამებრ ვყოფ    ჯგუფებად და  ვანაწილებ კონკრეტულ დავალებებს.  კლასი იყოფა სამ ჯგუფად  და   ინაწილებენ  შესასრულებელ დავალებებს  შემთხვევითი პრინციპით.
კლასს   დავყოფ   სამ ჯგუფად( თითოეულ  ჯგუფში  იქნება  4-4   მოსწავლე,  3   ჯგუფი).  
ჯგუფი   1
.მოსწავლეებს   ვთხოვ:
მოიძიონ  ინფორმაცია პოეტ ვლადიმერ მაიაკოვსკის შესახებ(  სოფელი ბაღდათი,  ოჯახი,   ბავშვობა,  ქუთაისის  გიმნაზია,   მამის  გარადცვალება,   რუსეთში   საცხოვრებლად   გადასვლა,  ლექსები   საქართველოზე)

ჯგუფი 2
მოამზადონ   სლაიდ-შოუ    PowerPoint-ის საშუალებით  პოეტის  შესახებ  სახლ-მუზეუმის  დათვალიერებამდე

  ამის   შემდეგ     კლასი    აწყობს  ექსკურსიას  ბაღდათის სახლ-მუზეუმში და ქუთაისის  პირველ სკოლაში( ყოფილი გიმნაზია)

ჯგუფი 3

ფოტოსურათების  გადაღება  სახლ-მუზეუმის   დათვალიერების  პროცესში  და  ახალი ინფორმაციის   საფუძველზე   მისი  პრეზენტაცია  ასევე  რუსულ ენაზე

მესამე   კვირა
      საბოლოო   პროექტის     პრეზენტაცია  და მოწოდება   თანატოლებს, მოაწყონ ექსკურსიები  მაიაკოვსკის   მშობლიურ   რაიონში   და   გაეცნონ       ვლადიმერ   მაიაკოვსკის  ცხოვრებას









სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
სახელმძღვანელოები ბიოგრაფიული ცნობებით
ინვენტარი/მასალები
თაბახის ფურცლები
ინტერნეტრესურსები
ვიკიპედია,   Mikrosoftword   , Powerpoint
სხვა რესურსები
ტრანსპორტი,პროექტის მსვლელობისას მოპოვებული ფოტომასალა

No comments:

Post a Comment