Monday, September 26, 2016
პროექტი საერთო ჯამში იყო ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი და სიახლეებით სავსე. ძალიან ბევრი ვისწავლე ისეთი ,რაც არ ვიცოდი სრულყოფილად მაგ.: პროექტის შეფასების რუბრიკების შედგენა, ინტერნეტ-კავშირების გამოყენება, ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე, პრეზენტაციის გამოქვეყნება, page-ბის შექმნა ბლოგზე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მომზადება და შეფასება, საავტორო უფლებების დაცვა . პროექტზე ვმუშაობდით დამოუკიდებელი უნარის გამოყენებით, ასევე გვეხმარებოდა ტრენერი , მაგრამ არ გვიწევდა დათვურ სამსახურს. ამისათვის მას დიდ მადლობას ვუხდით. ვეცდები, აქ ნასწავლი ტექნიკური უნარ-ჩვევები წარმატებით გამოვიყენო სასწავლო პროცესში და გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს გამოცდილება.
Wednesday, September 21, 2016
რეფლექსია
დღევანდელ დღეს ძალიან ბევრ და საინტერესო მასალას გავეცანით. მაგალითად: როგორ შევადგინოთ შეფასების რუბრიკა, როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა დიფერენციაცია, რას ნიშნავს ფასილიტაცია, ამის შემდეგ ვემზადებით საბოლოო ეტაპისათვის -უნდა გამოვაქვეყნოთ ჩვენ მიერ მომზადებული პროექტი თავისი დანამატებით.
Monday, September 19, 2016
რეფლექსია
დღევანდელ დღეს გამოვაქვეყნეთ ჩვენ მიერ შექმნილი შპრეზენტაცია. ასევე ვისწავლეთ როგორ იქმნება ეფექტური პრეზენტაცია, რა ხერხებით შეიძლება ვიდეოს და ფოტოების ატვირთვა პრეზენტაციის სლაიდზე. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნის ფორმებს.
Monday, September 12, 2016
მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს ვისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, სტრატეგიები, დროში გაწერილი შფასების გეგმის შდგენა, შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე გავეცანით პროექტის პრეზენტაციის მომზადებას.
მეხუთე დღს კი ვისწავლეთ რა კავშირები შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეებთან მუშაობისათვის, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისათვის, როგორ დავწყვილდეთ ინტერნეტ- კავშირებზე და გავეცანით ყველა სახის ინტერნეტსაშუალებებს , რომლებსაც გამოვიყენებთ როგორც მოსწავლეებთან ისე კოლეგებთან თანამშრომლობისას.
მეხუთე დღს კი ვისწავლეთ რა კავშირები შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეებთან მუშაობისათვის, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისათვის, როგორ დავწყვილდეთ ინტერნეტ- კავშირებზე და გავეცანით ყველა სახის ინტერნეტსაშუალებებს , რომლებსაც გამოვიყენებთ როგორც მოსწავლეებთან ისე კოლეგებთან თანამშრომლობისას.
Tuesday, September 6, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღე ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი აღმოჩნდა. გავეცანით, როგორ გავაერთიანოთ სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები საერთო მიზნის მისაღწევად, როგორ შვქმნათ დამხმარე საკვანძო კითხვები,როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ინფორმაციის მოძიების გზების პოვნაში.
Sunday, September 4, 2016
ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში გავეცანი პროექტებით სწავლებას თეორიული სახით-როგორ შევქმნათ საქაღალდეები ელექტრონული პორთფოლიოსათვის , რას ნიშნავს პროექტებით სწავლება, რა არის მისი მიზანი, როგორ ხდება პროექტის დაგეგმვა, რა უნდა გაკეთდეს მოსწავლეების დასაინტერესებლად, როგორ გამოვიყენოთ ისტ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. ვისწავლე ბროშურის შაბლონის შექმნა , რითაც შეიძლება მიიზიდო მოსწავლე ან მშობელი პროექტში ჩასართველად.
Subscribe to:
Posts (Atom)